TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გრაფიკოს დიზაინერი

გრაფიკოს დიზაინერი

hilbert Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 24, 2026

Job description

Hilbert -ში მოტივირებულ და კრეატიულ გრაფიკოს დიზაინერს ვეძებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გიყვარდეს შენი საქმე და მუდმივად ეძებდე ახალ და განსხვავებულ გამოცდილებებს. Hilbert - არის მარკეტინგული კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში. ჩვენ ერთ სივრცეში ვაერთიანებთ ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო სერვისების სრულ სპექტრს და ბიზნესებს პარტნიორობას ვთავაზობთ მათი განვითარების ყველა ეტაპზე. სწორედ ამიტომ, Hilbert-ში სამუშაო პროცესიც მრავალფეროვანი და დინამიკურია. ვაკანსია: გრაფიკოს დიზაინერი მდებარეობა: თბილისი რატომ Hilbert: ** მივესალმებით ინიციატიურობას ** კრეატიულ თავისუფლებას განიჭებთ - შენი იდეები რეალურ პროდუქტად იქცევა ** აქ შენი პროფესიული განვითარება მუდმივ პროცესად იქცევა ** ჩვენი შეკრული გუნდით ერთიან ღირებულებას ვქმნით ** შენი ძირითადი ამოცანები იქნება: ** სტილისტურად თანმიმდევრული და კრეატიული ვიზუალური მასალის შექმნა ** ბრენდბუქებზე, პრეზენტაციებსა და საბეჭდ მასალებზე მუშაობა ** სოციალური მედიის პოსტების დიზაინის შექმნა ** UI & UX დიზაინის პროცესში ჩართულობა რას ველით შენგან: ** კრეატიულობას და ინიციატიურობას ** Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის კარგად ცოდნას ** ფერთა პალიტრისა და კომპოზიციის ძლიერ ხედვას ** პასუხისმგებლობასა და დროის მართვის უნარს ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარს ** ინგლისური ენის ცოდნას საშუალო ან მაღალ დონეზე ** ხატვის უნარი ან/და Figma-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად რას გთავაზობთ: ** მრავალფეროვან პროექტებს სხვადასხვა სექტორიდან ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ანაზღაურებას 1500-2000 ლარის ფარგლებში გამოცდილების შესაბამისად დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვ გამოგვიგზავნო CV და პორტფოლიო შემდეგ მეილზე: [email protected]