გრაფიკული დიზაინერი
Job description
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ერთ-ერთი ღვინის მწარმოებელი კომპანიისთვის თბილისში. ძირითადი მოვალეობები: პროდუქციის ეტიკეტების, ყუთების, სტენდების, სარეკლამო ბროშურების, დიზაინ მაკეტების, კატალოგების, ბუკლეტების, ფლაერებისა და სხვა სარეკლამო პროდუქციის შექმნა/დამუშავება; სხვადასხვა სახის გრაფიკული დიზაინის შემუშავება/შესრულება და პრინტისთვის საჭირო ფაილების მომზადება; კომპანიის პროდუქტების დიზაინის/რედიზაინის პროცესში მონაწილეობა და ტექნიკური შესრულება; ილუსტრაციების შექმნის უნარი; პროდუქტების მიხედვით ფეისბუქ კამპანიებისთვის საჭირო ვიზუალური მასალების მომზადება; სხვადასხვა პრეზენტაციების მომზადება; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი; სასურველია განათლება მარკეტინგის ან დიზაინის მიმართულებით; 2-3 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, სასურველია მარკეტინგულ სააგენტოში; Adobe პროგრამების (Illustrator, Photoshop, InDesign, Acrobat) სრულყოფილი ცოდნა; MS Office-ის ცოდნა; CorelDRAW-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; რუსული ენის კარგი ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია: გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; სამედიცინო დაზღვევა; კომპანიის მობილური ტელეფონი; სატელეფონო ლიმიტი; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected]