TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გრაფიკული დიზაინერი

გრაფიკული დიზაინერი

Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

შპს " საქართველოს აეროპორტების გაერთიანება " აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ორგანიზაციის შესახებ კომპანიის სამართლებრივი ფორმაა- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც შექმნილია "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. კომპანია ოპერირებს საქართველოს სამ აეროპორტში. ესენია: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; თამარ მეფის სახელობის მესტიის აეროპორტი და ამბროლაურის აეროპორტი. ადგილების რაოდენობა - 1. სამუშაო ადგილი - თბილისი. ანაზღაურება - 4050 ლარი (Gross) . სამუშაო გრაფიკი: მოქნილი. ფუნქცია-მოვალეობები: ** მარკეტინგული, სარეკლამო კამპანიების საჭირო ვიზუალების შექმნა და საიმიჯო მასალების მომზადება; ** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება; ** კომაპნიისა და მასში შემავალი აეროპორტების საპრომოციო მასალების ვიზუალების მომზადება, მათ შორის საბეჭდ ფორმატში; ** ⁠აეროპორტების გაერთიანების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ან/და სარეკლამო კამპანიებისათვის სხვადასხვა მასალების ვიზუალების მომზადება; ** დაგეგმილი კამპანიისა და რეკლამის კონცეფციის განსაზღვრაში ჩართულობა; ** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების მომზადებაში მონაწილეობა და ვიზუალური კონცეფციის შემუშავება; ** გრაფიკული დიზაინის ტრენდების მოძიება და რეკომენდაციების გაწევა. ** საჭიროების შემთხვევაში 3D ვიზუალებისა და Mockup-ების მომზადება; ** კომპანიის ბრენდბუქისა და კორპორატიული ვიზუალური იდენტობის დაცვა და განვითარება; ** ღონისძიებების, საგამოფენო სტენდებისა და ბრენდირებული სივრცეების ვიზუალური კონცეფციის შემუშავება; ** საბეჭდი მასალების მომზადება; ** სოციალური მედიის პლატფორმებისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნა და სხვადასხვა ფორმატზე ადაპტირება; ** ციფრული კამპანიებისთვის კრეატიული ვიზუალური კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავსი ტიპის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator ან/და Corel, Adobe InDesign, Figma) Animation ჩაითვლება უპირატესად; ** 3D ვიზუალიზაციის საბაზისო ცოდნა (3Ds MAX, V-Ray ან მსგავსი პროგრამა) ჩაითვლება უპირატესობად; ** სოციალური მედიისთვის განკუთვნილი ვიზუალური მასალების შექმნის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა. უნარ-ჩვევები: ** კრეატიულობა, პროდუქტიულობა და ხარისხზე ორიენტირება; ** დეტალებზე ორიენტირება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** მრავალ პროექტზე ერთდროულად მუშაობისა (Multitasking) და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვისა და განსაზღვრული ვადების დაცვის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ახალი იდეების შეთავაზების უნარი; ** სწრაფად სწავლისა და ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი. კონკურსის ეტაპებია: ** აპლიკაციების გადარჩევა; ** გასაუბრება (კანდიდატს შესაძლებელია მიეცეს პრაქტიკული დავალება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალის შექმნას, მათ შორის სოციალური მედიისთვის განკუთვნილ დიზაინს, ღონისძიების ვიზუალურ გაფორმებას, ბანერებსა და საბეჭდ მასალებს). მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე და პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს. რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით. CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.