გრაფიკული დიზაინერი
Job description
კომპანია " ასპ-გრუპი " ეძებს კრეატიულ და გამოცდილ გრაფიკულ დიზაინერს მოკლევადიანი, საინტერესო პროექტისთვის. "ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. თუ გაქვს ბრენდის ვიზუალური იდენტობის მართვის გამოცდილება და გსურს დინამიკურ გარემოში მუშაობა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა! სამუშაო პირობები: ** ხანგრძლივობა: 3-4 თვე ** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (შესაძლებელია დისტანციური/ჰიბრიდული ფორმატი) ** ანაზღაურება: შეთანხმებით. ძირითადი მოვალეობები: ** სოციალური მედიის არხებისთვის (Facebook, Instagram და სხვ.) ბრენდირებული, მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალების (პოსტები, სთორები, ბანერები) შექმნა; ** სარეკლამო კამპანიებისთვის გრაფიკული ელემენტებისა და ვიზუალების მომზადება; ** საჭიროების შემთხვევაში, საბეჭდი ან სხვა ბრენდირებული მასალების დიზაინის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გრაფიკულ პროგრამებთან (Adobe Photoshop, Illustrator, AI და სხვ.) მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** ფერების, ტიპოგრაფიისა და კომპოზიციის კარგი აღქმა; ** აუცილებელია პორტფოლიოს წარმოდგენა (ნამუშევრების ბმული); ** ვადების (Deadlines) მკაცრი დაცვა. როგორ მოგვმართოთ: გამოგვიგზავნე CV და შენი ნამუშევრების ბმულები ელ-ფოსტაზე: [email protected] , სათაურის ველში (Subject) მიუთითე: "გრაფიკული დიზაინერი - პროექტი".