გრაფიკული დიზაინერი
Job description
ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლიან გრაფიკულ დიზაინერს , რომელიც ჩვენი ბრენდის ვიზუალური კომუნიკაციის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ძირითადი მოვალეობები: ** ციფრული და ბეჭდური სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა; ** სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის (პოსტები, სთორები, ბანერები და სხვა) მომზადება; ** OOH (გარე რეკლამის) მასალების დიზაინის შექმნა და ადაპტაცია სხვადასხვა ფორმატზე; ** ბრენდის ვიზუალური იდენტობისა და გრაფიკული სტანდარტების დაცვა; ** მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა კამპანიებისა და პროექტების ფარგლებში; ** ახალი კრეატიული იდეების ინიცირება და განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გრაფიკულ დიზაინში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი); ** Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის სრულყოფილი ცოდნა; ** Figma-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** კომპოზიციის, ტიპოგრაფიისა და ფერთა თეორიის კარგი ცოდნა; ** AI ინსტრუმენტების (მაგ. ChatGPT, Adobe Firefly, Clode, Gemini და სხვა) ეფექტურად გამოყენების გამოცდილება; ** Motion Design-ის (Adobe After Effects ან სხვა შესაბამისი პროგრამების) ცოდნა და ანიმაციური კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** პორტფოლიოს წარმოდგენა (CV-სთან ერთად) სავალდებულოა. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო - [email protected]