TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გრაფიკული დიზაინერი / AI ვიდეოკონტენტის შემქმნელი

გრაფიკული დიზაინერი / AI ვიდეოკონტენტის შემქმნელი

CLEAN VENTS Tbilisi, Georgia
Posted Aug 04, 2026 12h ago

Job description

კომპანია „Clean Vent“ უზრუნველყოფს ვენტილაციის, სამზარეულოს გამწოვი და კონდიცირების სისტემების წმენდასა და ტექნიკურ მომსახურებას. ვთანამშრომლობთ რესტორნებთან, სასტუმროებთან, კაფეებთან და სხვადასხვა კომერციულ ობიექტებთან. ჩვენს გუნდში ვეძებთ კრეატიულ და პასუხისმგებელ გრაფიკულ დიზაინერს , რომელსაც აქვს ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება და შეუძლია AI ინსტრუმენტების გამოყენებით თანამედროვე ფოტო და ვიდეომასალების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები: • გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის გამოცდილება; • რუსული ენის ცოდნა(სასურველია საკომუნიკაციო დონეზე); • Adobe Photoshop-ის ის პროფესიონალურ დონეზე ფლობა; • ფოტო და ვიდეოკონტენტის შექმნისა და დამუშავების უნარი; • AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; • კრეატიული აზროვნება და ვიზუალური ხედვა; • დეტალებზე ორიენტირება და დროის ეფექტურად მართვის უნარი; • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები: • გრაფიკული მასალებისა და ვიზუალური კონტენტის შექმნა;• ფოტოების დამუშავება და რედაქტირება;• ვიდეოების შექმნა და მონტაჟი, მათ შორის AI ინსტრუმენტების გამოყენებით;• პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპანიის საჭიროებების მიხედვით;• ბრენდის ვიზუალური სტილის შენარჩუნება. დამატებითი ინფორმაცია: • სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური მუშაობა სახლიდან; • სამუშაო დრო: 11:00 საათიდან 17:00–19:00 საათამდე (დავალებების მოცულობის მიხედვით); • თვეში 5–6 დასვენების დღე. ანაზღაურება: • ფიქსირებული ხელფასი+ბონუსები; • დამატებითი პრემიები კარგი შედეგებისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და cv შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]