TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / GT არხის განვითარების თანამშრომელი/პრისეილერი

GT არხის განვითარების თანამშრომელი/პრისეილერი

კამპა Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 27, 2026

Job description

" კამპა " საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი წვენების ბაზრის 30 %ს ფლობს. "კამპას" სასმელი 15 ზე მეტ საექსპორტო ქვეყანაში გადის და საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით აგრძელებს განვითარებას. "კამპაში" გვჯერა, რომ კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა თანამშრომელია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის მოტივაცია. თუ ეძებთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პროფესიული ზრდი შესაძლებლობის მქონე კომპანიას დასაქმებისთვის, გელოდებით ჩვენს გუნდში. "კამპა" აცხადებს ვაკანსიას GT არხის განვითარების თანამშრომლის (პრისეილერი) პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: საგურამო (კვირაში ერთი ან ორი დღე ოფისში, დანარჩენი სამუშაო საათები ნაწილდება საველედ). სამუშაო დრო: სრული, 09:00 დან 18:00 მდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). ფუნქცია-მოვალეობები: ** ახალი სავაჭრო ობიექტების იდენტიფიცირება, მოზიდვა და ქსელში ინტეგრაციის პროცესის მართვა; ** არსებულ პარტნიორებთან (კონტრაგენტებთან) გრძელვადიანი და ეფექტური თანამშრომლობის განვითარება და ურთიერთობების გაღრმავება; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის პლანოგრამების დანერგვისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი; ** კომპანიის პროდუქციისთვის ოპტიმალური თაროს სივრცისა და წილის უზრუნველყოფა და გაუმჯობესება; ** პროდუქციის მარაგებისა და ნაშთების მონიტორინგი; ** დისტრიბუტორებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კოორდინაცია გაყიდვების მიზნების მისაღწევად; ** გაყიდვების, სავაჭრო ობიექტების მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** FMCG ან სადისტრიბუციო სექტორში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. (საკუთარი ავტომობილი) პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მოლაპარაკების მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 15 აგვისტომდე, შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კამპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.