Head Accountant
Job description
კნიკი (CNICK) პირველი ქართული სამომხმარებლო ტექნოლოგიების კომპანიაა, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ჭკვიან ბეჭედს. ჩვენი პროდუქტი იქმნება საქართველოში და ექსპორტზე გადის მსოფლიოს მასშტაბით. თუ გსურს გახდე ინოვაციური გუნდის წევრი და მართო ფინანსური პროცესები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეს ვაკანსია შენთვისაა! ფუნქცია-მოვალეობები: შესყიდვების, რეალიზაციებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და პროგრამული ასახვა; საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა; ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარდგენა; ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; სტატისტიკური რეპორტების მომზადება; ფინანსური ანალიტიკისა და რეპორტინგის ავტომატიზაციის პროცესების განვითარება და მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით; ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება; საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის (IFRS) სრულყოფილი ცოდნა; საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 საათი; ლოკაცია: თბილისი, ისანი. რას გთავაზობთ ჩვენ? ანაზღაურება : 3000 - 5000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით); ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა; ტექნოლოგიური და ინოვაციური სამუშაო გარემო; ყოველდღიურ საქმიანობაში AI აგენტების აქტიურად გამოყენებისა და დანერგვის შესაძლებლობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: „მთავარი ბუღალტერი“