Head of Growth, Marketing & Customer Engagement
Job description
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" გუნდში! "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია. ვაკანსია: Head of Growth, Marketing & Customer Engagement პროკრედიტ ბანკი ეძებს თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებულ და მომხმარებელზე შეყვარებულ მარკეტინგის ლიდერს, რომელიც დაეხმარება ბანკს რითეილ და SME მიმართულებების ზრდაში. ეს არ არის ტრადიციული მარკეტინგის როლი. პოზიციის მთავარი მისიაა ახალი კლიენტების მოზიდვა, არსებული კლიენტების აქტივობის ზრდა, დეპოზიტებისა და სესხების ზრდის მხარდაჭერა, CRM-ის განვითარება და ბრენდის გაძლიერება. ძირითადი პასუხისმგებლობები • ბანკის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება • Retail და SME მიმართულებების ზრდის მხარდაჭერა • მომხმარებლის მოზიდვის, აქტივაციისა და შენარჩუნების პროგრამების შექმნა • CRM სტრატეგიის შექმნა და მართვა • Customer Journey-ების დიზაინი და ოპტიმიზაცია • პროდუქტებისა და შეთავაზებების მარკეტინგული მხარდაჭერა • ციფრული მარკეტინგისა და Performance Marketing-ის განვითარება • ბრენდის პოზიციონირების გაძლიერება • მარკეტინგის KPI-ების მართვა და ანალიტიკა • გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება საკვალიფიკაციო მოთხოვნები • მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში • მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება • CRM, Digital Marketing და Customer Engagement გამოცდილება • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი • ბიუჯეტისა და პროექტების მართვის გამოცდილება • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა წარმატების ძირითადი მაჩვენებლები (KPIs) • ახალი აქტიური კლიენტები • Salary Project-ებიდან მოზიდული კლიენტები • დეპოზიტებისა და სესხების ზრდა • CRM კამპანიების ეფექტიანობა • Customer Activation Rate • Customer Retention Rate • NPS • Marketing ROI დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — “ Head of Growth, Marketing & Customer Engagement” შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2026 რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; [email protected]