Head of Marketing
Job description
სკუტ სკუტში მარკეტინგის ხელმძღვანელს ვეძებთ! Თუ შენც ჩვენსავით გჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილების გარეშე არ არსებობს თავისუფლება, მაშინ მოგვწერე და გავისაუბროთ. Scoot Scoot არის ყველაზე დიდი და მზარდი მოტო-მაღაზიათა ქსელი საქართველოში. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ორთვლიანი ტრანსპორტის მთავარი მედროშეები; ვყიდით სკუტერებს, მოტოებს, ეკიპირებას, სერვისს და ა.შ. ვართ ძალიან მზარდი, დინამიური და მეგობრული გუნდი; გვავს ამბიცია მივწვდეთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ყველა კუთხეში. Ვეძებთ მარკეტერს, რომელიც უხელმძღვანელებს ბრენდს და მარკეტინგის ჯგუფს. Იქნება კრეატიული, ამბიციური, მომთხოვნი და ექნება გუნდის მართვის უნარები. სკუტ სკუტში არის ყველაფერი, რაც მარკეტერს შეიძლება უხაროდეს - საქმე - ძალიან ამბიციური, პროდუქტი - ძალიან სახალისო, გუნდი - მიზანდასახული და მისია - უკიდურესად კეთილშობილი. პოზიციის შესახებ: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თქვენ უხელმძღვანელებთ 4-5 კაციან მარკეტინგის გუნდს და ამ გუნდთან ერთად, პასუხისმგებელი იქნებით Scoot Scoot-ის მთლიან მარკეტინგულ სტრატეგიაზე და მის აღსრულებაზე, ივენთებით და კოლაბორაციებით დაწყებული, სოციალური მედიის მართვით, ციფრული რეკლამირებითა და კონტენტის წარმოებით დამთავრებული. თქვენ უშუალოდ დაექვემდებარებით CEO-ს და შეასრულებთ მთავარ როლს მომხმარებლის გამოცდილების სრულ გზაზე, ი ნსპირირებით დაწყებული, მოტოციკლის შერჩევით და after-sales კომუნიკაციით დამთავრებული. თქვენი მოვალეობები: წლიური მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც მოიცავს გაყიდვების სტიმულირებას, სერვისის, ნაწილებისა და აღჭურვილობის ბიზნესის ზრდას. Scoot Scoot-ის ბრენდის ხმისა და ვიზუალური იდენტობის მართვა ყველა არხზე მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელობა, განვითარება, რეკრუტინგი. ივენთების დაგეგმვა და განხორციელება (ახალი მოდელების/ბრენდების პრეზენტაციები, ერთობლივი გასეირნებები, სატესტო დღეები, მაღაზიის ღია კარის დღეები, თანამშრომლობა ადგილობრივ მოტო-კლუბებთან, სკუტერის დღეები) ციფრული მარკეტინგის არხების მართვა: ლიდების გენერირება, კონტენტის წარმოების ზედამხედველობა, სოციალური მედიის მართვა, ვებგვერდის მართვა და ციფრული რეკლამირება მარკეტინგის ბიუჯეტისა და მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა (სააგენტოები, ფოტოგრაფები, ღონისძიებების მომწოდებლები, ბეჭდვა/აბრები) ურთიერთობების დამყარება ადგილობრივ მოტოკლუბებთან, ინფლუენსერებთან და სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან აქციებისა და კომუნიკაციის დაგეგმვა გაყიდვებისა და პროდუქტების გუნდებთან კოორდინაციით მარკეტინგული აქტივობების შედეგების თვალყურის დევნება და რეპორტინგი (ლიდები, სოციალურ მედიაში ჩართულობა, ღონისძიებებზე დასწრება) რას ვითხოვთ : ბაკალავრის ხარისხი სავალდებულოა (მარკეტინგი, კომუნიკაციები, ბიზნესი ან მონათესავე სფერო) Მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, სასურველია გუნდის ხელმძღვანელობის ან პროექტების წარმართვის კუთხით გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში (სოციალური მედია, რეკლამის განთავსების, კონტენტი) შესანიშნავი ქოფირაითინგის და ზეპირი კომუნიკაციის უნარები ბიუჯეტის მართვის გამოცდილება მოტო კულტურის მიმართ ნამდვილი ინტერესი და/ან გამოცდილება დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ : კონკურენტული ხელფასი გამოცდილების შესაბამისად Გადაწყვეტილებების მიღების და იდეების განხორციელების თავისუფლება პრაქტიკული როლი, რომელსაც რეალური გავლენა აქვს ბრენდის მიმართულებასა და საზოგადოებრივ ცნობადობაზე ნამდვილი და ადვილად დასანახი შედეგებით. ფასდაკლებები თანამშრომლებისთვის მოტოციკლებზე, აღჭურვილობაზე, ნაწილებსა და სერვისზე. დაზღვევის პაკეტი გთხოვთ , გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე აქვე ან მეილზე [email protected]