TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Head of Retail

Head of Retail

ALTA • ალტა Tbilisi, Georgia
Posted Aug 04, 2026 13h ago

Job description

ჩვენ ვართ ალტა — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების. „ალტა“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ქსელის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: · ქსელის გაყიდვების მიმართულებით წლის მიზნობრივი პარამეტრების (გაყიდვები, მოგება, მომხმარებელთა კმაყოფილება, კონვერტაცია და ა.შ) განსაზღვრის პროცესის ინიცირება და ყველა საჭირო რაოდენობრივი და ანალიტიკური ინფორმაციის მოძიება/დამუშავების კოორდინაცია და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საჭირო ნაბიჯების გადადგმა ეფექტურობის გასაუმჯობესებლად; · ბაზრის ტრენდების, კონკურენტების და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი კონკურენტული უპირატესობისთვის; · ქსელის განვითარებისთვის მიზნებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება; · გაყიდვების წლიური გეგმის ჩაშლა თვეებისა და მაღაზიების მიხედვით; · გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და გადახრებზე დროული რეაგირება; · მაღაზიების შედარებითი ანალიზი და სამოქმედო გეგმების შემუშავება; · მარაგების მონიტორინგი და ქსელის საჭიროებების იდენტიფიცირება; · მაღაზიებში გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტების განხორციელება; · საოპერაციო პროცესების მონიტორინგი და გაუმჯობესება; · მომწოდებლებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებები მერჩენდაიზინგის საკითხებში; · გუნდის მართვა, მოტივაცია, განვითარება და შესრულებული სამუშაოს შედეგების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შეტანა. · გაყიდვების, ხარჯებისა და მოგების ანალიზი, გაუმჯობესების რეკომენდაციები. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 3 წელი ხელმძღვანელ პოზიციებზე; საოფისე პროგრამების MS Office ცოდნა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს „ალტას“ უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.