Heavy Equipment Sales Manager
Job description
შპს „ელიტ მოტორსი“ 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია სხვადასხვა პრემიუმ ბრენდების მძიმე და მცირე სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია წარმოადგენს ისეთ საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებს როგორებიცაა: Volvo CE, Merlo, Mecalac, Atlas Copco, Genie, Emsa, Mosa, Hangcha, Wacker Neuson დამატებითი ინფორმააცია: https://elitemotors.ge/ შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მძიმე სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით. პოზიციის მიზანი: მძიმე ტექნიკის მიმართულებით გაყიდვების მენეჯერის მთავარი მიზანია გაყიდვების ციკლის დაგეგმვა და მართვა, შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოება როგორც კომერციულ (B2B), ისე ინდივიდუალურ (B2C) კლიენტებთან და კომპანიის გაყიდვების მაჩვენებლების უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა. ადგილმდებარეობა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ, საგურამოს გადასახვევთან დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი პასუხისმგებლობები: · ტექნიკის გაყიდვების სრული პროცესის დაგეგმვა, დაწყებული პოტენციური კლიენტის მოძიებიდან, გარიგების დახურვამდე; · კომერციული (სამშენებლო, დეველოპერული, ინფრასტრუქტურული კომპანიები) და ინდივიდუალური მყიდველების ბაზის მუდმივი გაფართოება. · შედეგზე ორიენტირებული საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმართვა ფასებზე, პირობებსა და კონტრაქტებზე. · ბაზრის ანალიზი, კონკურენტების შესწავლა და გაყიდვების გაზრდის მიზნით ახალი სტრატეგიების შემუშავება. · კლიენტის საჭიროებებზე მორგებული კომერციული შეთავაზებებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. · არსებულ კლიენტებთან მყარი, გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ლოიალობის ამაღლება. · გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა. კომპეტენციები და გამოცდილება: · უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ინჟინერიის მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად). · მძიმე ტექნიკის, ავტოინდუსტრიის ან მსგავს სექტორში 2 წლიანი გამოცდილება (B2B გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). · სასურველია სამშენებლო და მძიმე ტექნიკის სპეციფიკაციების და ტერმინოლოგიის ცოდნა; · ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; · B კატეგორიის მართვის მოწმობა; ჩვენთან დაგხვდებათ: • ფიქსირებული ანაზღაურება + გამომუშავებული ბონუსები გაყიდვებიდან (ზედა ზღვრის გარეშე). • წლიური ბონუსი მიღწეული შედეგებისა და KPI-ების შესრულების შესაბამისად; • ჯანმრთელობის დაზღვევა; • ავტომობილი სამსახურეობრივი ვიზიტების განსახორციელებლად; • ნომერი კორპორატიული ლიმიტით; • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა სტაბილურ და მზარდ კომპანიაში; თუ თვლით, რომ აკამაყოფილებთ ჩვენ მიერ გამოცხადებულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ გაყიდვების მენეჯერი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. ელიტ მოტორსში თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.