TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ჰიდროტექნიკურ ნაგებობების ოსტატი

ჰიდროტექნიკურ ნაგებობების ოსტატი

Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას ჰიდროტექნიკურ ნაგებობების ოსტატი პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი სამუშაო საათები: 08:00 სთ-17:00 სთ, შესვენება 1 საათი (12სთ-დან 13სთ-მდე) სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დამატებით გთავაზობთ:კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass. პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას. ფუნქცია-მოვალეობები: ჰიდროტექნიკური ნაგებობების უავარიო, ეკონომიური და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა; ჰიდროტექნიკური ნაგებობების ოპერატიული პერსონალის ინსტრუქციების, შრომითი დისციპლინისა და შინაგანაწესის წესების სწავლებისა და შემოწმების ორგანიზება; ავარიული ვარჯიშების ჩატარება; ჰიდროტექნიკური ნაგებობების ობიექტების რეგულარული შემოვლის უზრუნველყოფა; მოწყობილობების შეკეთებაში გაყვანისათვის დეფექტების უწყისის შედგენა; ჰიდროტექნიკური ნაგებობების ობიექტებისა და მოწყობილობების სისუფთავის კონტროლი; უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა. კანდიდატს უნდა ჰქონდეს: განათლება - უმაღლესი ტექნიკური. მსგავს პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 1 წლის ცოდნა და უნარები: იდროტექნიკური ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატაციის მეთოდოლოგიური და ნორმატიული დოკუმენტები; მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები, კონსტრუქციული თავისებურებები, დანიშნულება და მუშაობის რეჟიმები; ტექნიკური ექსპლუატაციის წესები; შეკეთების ტექნოლოგიები და სისტემები; განფასების შედგენის წესები; წყლის რესურსების დაცვის წესები; თანამედროვე მოთხოვნები ჰიდროტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას; პიროვნული მახასიათებლები: ინსტრუქციების და პროცედურების დაცვის უნარი პუნქტუალურობა დისციპლინირებულობა მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ მუშაობის უნარი ყურადღება დეტალების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა მოწესრიგებულობა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: [email protected] კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა; გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.