ჰორეკა ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Job description
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია " სანდომი ", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასვე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად " პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება" -შ.პ.ს ვასაძის პურს და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა. საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: HoReCa ბიზნესის განვითარების მენეჯერი სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონი ** ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული) ** ანაზღაურება: 2000-2500 ფიქსირებული + ყოველთვიური გეგმასთან მიბმული ბონუსი ფუნქცია/მოვალეობები: ** HORECA მიმართულების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ** HORECA ბაზრის კვლევა, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ბაზრის შესაძლებლობების შეფასება; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება; ** გაყიდვების გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა; ** ახალი პროდუქტების დანერგვისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა; ** კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი; ** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროული უზრუნველყოფა; ** გაყიდვების შედეგების ანალიზი და რეგულარული ანგარიშგების მომზადება; ** საჭიროების შემთხვევაში HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებასა და მართვაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება; ** მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები; ** შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება; ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** აქტიური; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დამარწმუნებელი კომუნიკაცია; ** ორგანიზებული და მოწესრიგებული; ** შედეგზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; ** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას; ** ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.