TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR ასისტენტი

HR ასისტენტი

მ.ა.მ Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Aug 02, 2026

Job description

შპს "M.a.M" აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, ჰუალინგ პლაზა ანაზღაურება: 1000 ლარი გრაფიკი: ყოველდღე - 09:00-17:00, შაბათ-კვირა - დასვენება შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის და კახეთის რეგიონში. მოვალეობები: ** კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების განთავსება დასაქმების პლატფორმებზე (Jobs.ge) და სოციალურ ქსელებში (Facebook) ** ვაკანსიების განახლება, მართვა და კანდიდატების განაცხადების მონიტორინგი ** მიღებული რეზიუმეების პირველადი გადარჩევა ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად ** კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაცია და პირველადი ინტერვიუს ჩანიშვნა ** გასაუბრების პროცესის ორგანიზება და კანდიდატებთან მუდმივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა ** კანდიდატების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება ** უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტინგის მომზადება და რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის, სტატუსებისა და შედეგების დროული მიწოდება ** საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული და HR მიმართულების დავალებების შესრულება სამუშაო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით); ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე [email protected] . ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება