TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR ჯენერალისტი

HR ჯენერალისტი

ტელექსი Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

"Telex.ge" საქართველოში წამყვანი წიგნების ონლაინ პლატფორმაა, რომელიც უკვე მრავალი წელია წიგნების პოპულარიზაციასა და ცოდნის გავრცელებას ემსახურება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართულ და უცხოურ გამომცემლობებთან, ვემსახურებით ათასობით მომხმარებელს და მუდმივად ვიზრდებით. გვჯერა, რომ კომპანიის ყველაზე დიდი ძალა ადამიანები არიან. სწორედ ამიტომ ვეძებთ HR ჯენერალისტს , რომელიც დაგვეხმარება ძლიერი გუნდის შექმნაში, თანამშრომლების განვითარებასა და ისეთი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანებს სურთ მუშაობა და პროფესიული ზრდა. ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმება: სრული განაკვეთი|ოფისში თუ შეგიძლია: ** მართო რეკრუტინგის სრული პროცესი - ვაკანსიის შექმნიდან კანდიდატის შერჩევამდე; ** შეარჩიო საუკეთესო კანდიდატები და პროფესიონალურად წარმართო გასაუბრებები; ** ორგანიზება გაუწიო ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის (Onboarding) პროცესს; ** მართო თანამშრომელთა პირადი საქმეები და HR დოკუმენტაცია; ** უზრუნველყო HR პროცესების შესაბამისობა საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან; ** მონაწილეობა მიიღო თანამშრომელთა შეფასების (Performance Management) და KPI სისტემების განვითარებაში; ** დაგეგმო თანამშრომელთა განვითარების, მოტივაციისა და ჩართულობის პროგრამები; ** იზრუნო თანამშრომლების შენარჩუნებასა და პოზიტიური სამუშაო კულტურის განვითარებაზე; ** შეიმუშაო და გააუმჯობესო HR პროცესები კომპანიის ზრდის შესაბამისად. თუ სხვებისგან გამოგარჩევს: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება; ** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების დაცვა; ** ინიციატივიანობა და ცვლილებების მართვის უნარი. თუ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს: ** უმაღლესი განათლება; ** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** რეკრუტინგისა და კანდიდატების შერჩევის პრაქტიკული გამოცდილება; ** HR დოკუმენტაციისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების სისტემების ცოდნა; ** MS Office-ისა და Google Workspace-ის კარგი ცოდნა; ** HR პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** შესაძლებლობას, რეალური გავლენა მოახდინო კომპანიის განვითარებაზე; ** პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; ** გუნდს, რომელიც აფასებს ახალ იდეებს, ინიციატივას და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. როგორ გამოაგზავნო განაცხადი თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: [email protected] სათაურში მიუთითე: "HR ჯენერალისტი" კომპანია "ტელექსი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.