TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR ჯენერალისტი

HR ჯენერალისტი

aromaproduct Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

კომპანია " არომაპროდუქტი / Georgia`s Natural " 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანას/შეგროვებას, გადამუშავებას/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანულ ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებს ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. ჩვენი საექსპორტო ბაზარი 40 ქვეყანას მოიცავს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://georgiasnatural.com "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს: HR Generalist პოზიციის მიზანი HR პროცესების ეფექტური მართვა თანამშრომლის სრული სასიცოცხლო ციკლის (Employee Life Cycle) ფარგლებში, რეკრუტინგი, HR ადმინისტრირების, თანამშრომელთა მხარდაჭერისა და შრომითი ურთიერთობების მართვის უზრუნველყოფით. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო საათები: 09:30-18:30 ** დასვენების დღეები: შაბათი, კვირა ** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად ფუნქციები და მოვალეობები: ** რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია; ** თანამშრომელთა მიღების (Onboarding), ადაპტაციისა და გათავისუფლების (Offboarding) პროცესების მართვა; ** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება; ** თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა, მივლინებების ბიულეტინების და HR ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია; ** თანამშრომელთა შეფასების (Performance Management) პროცესის ადმინისტრირება; ** ტრენინგებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა; ** თანამშრომელთა კონსულტირება HR პოლიტიკებსა და შრომით ურთიერთობებზე; ** დისციპლინური პროცესების ადმინისტრირება; ** HRIS-ისა და HR მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება; ** HR ანგარიშგებებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება; ** Payroll პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება; ** HR პოლიტიკებისა და პროცედურების განვითარებაში მონაწილეობა; ** HR აუდიტებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით; ** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს შრომითი კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა; ** HRIS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. უნარები: ** ეფექტური კომუნიკაცია; ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტიანი მართვა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მრავალამოცანიან გარემოში მუშაობის უნარი. რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] . წერილის სათაურში მითითედ: HR Generalist. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტი"-ს მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდესი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] ; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.