TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR მენეჯერი

HR მენეჯერი

ონლაინ მაღაზია Vitavida თბილისი ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

ონლაინ მაღაზია Vitavida ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ HR მენეჯერს , რომელიც უზრუნველყოფს რეკრუტინგის პროცესის ეფექტურად წარმართვას და თანამშრომელთა საკადრო დოკუმენტაციის მართვას. ძირითადი მოვალეობები ვაკანსიების განთავსება დასაქმების პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში; კანდიდატების მოძიება, გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება/ჩატარება; კანდიდატებთან კომუნიკაცია შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე; ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის (Onboarding) პროცესის ორგანიზება; თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და საკადრო დოკუმენტაციის წარმოება; თანამშრომელთა მონაცემების განახლება და არქივის მართვა; შვებულებების, გაცდენებისა და სხვა საკადრო ინფორმაციის აღრიცხვა; თანამშრომლებთან ყოველდღიური ადმინისტრაციული კომუნიკაცია; ოფისის დოკუმენტაციის ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა; ხელმძღვანელობისთვის საჭირო HR ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით); HR სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; MS Office-ის პროგრამების ცოდნა; ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ ხელფასი: 1,700 ლარი; სრულ განაკვეთზე დასაქმებას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; თუ გსურთ განვითარება HR სფეროში და გსურთ გახდეთ მზარდი კომპანიის გუნდის წევრი, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.