HR-მენეჯერი
Job description
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ . დღეისათვის კომპანია ფლობს 11 ფილიალს ქ.თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ.რუსთავსა და ქ. ბათუმში. ქსელი განაგრძობს გაფართოვებას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას. მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ აცხადებს ვაკანსიას HR-მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი. ფუნქცია მოვალეობები: პერსონალის შერჩევა და დასაქმება ვაკანსიების დაგეგმვა და გამოქვეყნება. კანდიდატების მოძიება, გასაუბრებების ჩატარება და შეფასება. თანამშრომელთა მიღების პროცესის (Recruitment & Selection) ორგანიზება . ახალი თანამშრომლების ადაპტაციის (Onboarding) პროცესის მართვა. პერსონალის დოკუმენტაციის მართვა თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება. შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და განახლება. HR დოკუმენტაციისა და მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება. შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა. პერსონალის შეფასება და განვითარება თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვა. ტრენინგების საჭიროებების ,სწავლებისა და განვითარების პროგრამების ორგანიზება. კარიერული განვითარების მხარდაჭერა. მოტივაცია და თანამშრომელთა ჩართულობა მოტივაციის პროგრამების შემუშავება და თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევების ჩატარება. კორპორაციული კულტურის განვითარება. გუნდური ღონისძიებების ორგანიზება. კადრების დაგეგმვა პერსონალის რაოდენობის დაგეგმვა ფილიალებისა და დეპარტამენტების მიხედვით. ვაკანტური პოზიციების მონიტორინგი. თანამშრომელთა დენადობის (Turnover) ანალიზი და შემცირების ღონისძიებების დაგეგმვა. შრომითი ურთიერთობების მართვა შრომითი დისციპლინის კონტროლი. კონფლიქტური სიტუაციების მართვა. ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონსულტირება HR საკითხებზე. HR ანალიტიკა და ანგარიშგება HR მაჩვენებლების (KPI) ანალიზი. ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის. რეკომენდაციების შემუშავება HR პროცესების გაუმჯობესების მიზნით. თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან ფილიალების მენეჯერებთან მუდმივი კომუნიკაცია. გაყიდვების, ოპერაციების, ფინანსებისა და სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა HR საკითხებში. პერსონალის საჭიროებების დროული უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვა ან ბიზნესის ადმინისტრირება); MS Office-ის პროგრამების ცოდნა; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (საკადრო საქმისწარმოებისა და რეკრუიტინგის მიმართულებით); საქართველოს შრომის კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა; სწორად და გამართულად მეტყველების უნარი ქართულ ენაზე; სწორად, გამართულად მეტყველების უნარი რუსულ ენაზე (B2 დონე) (რუსული ენის არ მცოდნე კანდიდატების რეზიუმე არ განიხილება); თავდაჯერებულად მუშაობა რითეილ პროგრამებში. მაღალი დონის ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა; დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამუშავების უნარი; კომუნიკაციისა და მულტიტასკინგის უნარები; კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარები; სამუშაო გრაფიკი: 5+2 (ხუთი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება); სამუშაო საათები: 09:00-18:00 (1 სთ შესვენებით); სამუშაო ოფისში; ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით. მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!