HR მენეჯერი
Job description
" მეტროპოლი " ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ HR მენეჯერს , რომელიც აქტიურად ჩაერთვება ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში და ხელს შეუწყობს ძლიერი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას. ლოკაცია: ბათუმი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები: ** ვაკანსიების მართვა, კანდიდატების მოძიება, შერჩევა და რეკრუტინგის პროცესის სრული კოორდინაცია. ** ონბორდინგისა და ოფბორდინგის პროცესების ორგანიზება. ** თანამშრომელთა ადაპტაციისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა. ** HR დოკუმენტაციის, შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების მომზადება და განახლება. ** თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის პროცესებში მონაწილეობა. ** ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების ორგანიზება. ** თანამშრომელთა ჩართულობისა და კორპორატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ** შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად HR პროცესების ადმინისტრირება. ** დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანური რესურსების მიმართულებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** HR სფეროში მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ** რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესების პრაქტიკული გამოცდილება. ** HR დოკუმენტაციისა და შრომითი კანონმდებლობის კარგი ცოდნა. ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა. ** Microsoft Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი. ** ძლიერი კომუნიკაციის, ორგანიზების, დროის მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარები. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ** ჯანმრთელობის დაზღვევას. ** კვების უზრუნველყოფას. ** კორპორატიულ ნომერს. ** პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას. ** ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს. ** მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს. თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!