TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR მენეჯერი

HR მენეჯერი

glass-work Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს. კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა) სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ. ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა; ** ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება; ** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება; ** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა HR დოკუმენტების მომზადება; ** თანამშრომელთა შეფასებისა და KPI პროცესების ადმინისტრირება; ** თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR მონაცემების აღრიცხვა; ** სამუშაო გრაფიკების აწყობა მართვა, ზეგანაკვეთურების მართვა და სხვა; ** ტაბელის წარმოება, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად; ** სახელფასო უწყისის მომზადება; ** კომპანიის შიდა რეგლამენტების, პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა; ** თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარების მხარდაჭერა; ** HR და ადმინისტრაციულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა მენეჯერებისა და თანამშრომლებისთვის; ** HR ანგარიშგებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია HR); ** HR სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** შრომითი კანონმდებლობის ცოდნა; ** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა; ** დოკუმენტებთან მუშაობისა და ორგანიზების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.