TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR მენეჯერი

HR მენეჯერი

ბუმ გრუპი Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

შპს " ბუმ გრუპი " წარმოადგენს არაალკოჰოლური, გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანიას. ორგანიზაცია საკუთარი გუნდისთვის ეძებს HR მენეჯერს . ძირითადი მოვალეობები: ** კულტურის სტრატეგიის შემუშავება - ორგანიზაციული ღირებულებების, მისიისა და ხედვის განსაზღვრა და მათი მორგება კომპანიის ბიზნეს მიზნებთან; ** შიდა კომუნიკაციის მართვა - გამჭვირვალე და ღია კომუნიკაციის არხების/სისტემების შექმნა, რათა ყველანაირი ინფორმაცია, სიახლეები, ცვლილებები ყველასთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი; ** რეკრუტინგი - ვაკანსიების მართვა, კანდიდატების მოძიება და გასაუბრებების ჩატარება; ** ონბორდინგი - ახალი თანამშრომლების მიღება და ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა; ** HR ადმინისტრირება - თანამშრომლების პირადი საქმეების/დოკუმენტაციის/ხელშეკრულებების წარმოება შრომის კოდექსის დაცვით; ** სამუშაო დროის აღრიცხვა (ტაბელი), შვებულებებისა და დაზღვევის მართვა; ** თანამშრომელთა შეფასების სისტემის მხარდაჭერა, თანამშრომლების მიღწევების, ინიციატივებისა და იმ ქცევების წახალისება, რომლებიც ასახავს კომპანიის ღირებულებებს; ** თანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების გაზომვა: რეგულარული გამოკითხვების ჩატარება, შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების შემუშავება; თანამშრომლის ორგანიზაციიდან წასვლის პროცესის მართვა; ** ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა - ფსიქოლოგიური უსაფრთხოების, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსისა და სხვადასხვა კორპორატიული ღონისძიების ორგანიზება; ** შიდა კორპორატიული კულტურა - გუნდური აქტივობებისა და თიმბილდინგების ორგანიზება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში ან რომელიმე მომიჯნავე დისციპლინაში; ** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს შრომის კოდექსის სრულყოფილი ცოდნა; კვების ინდუსტრიის მარეგულირებელი კანონმდებლობის მცოდნე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** კარგი კომუნიკაციის, ემპათიისა და პრობლემების მოგვარების უნარი. ** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა. რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას - 3000 (სამი ათასი) ლარი, ხელზე ასაღები. ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კორპორაციულ ნომერს სასაუბრო/SMS/ინტერნეტ პაკეტით; ** ა/მ-თვის საწვავს; ** სამუშაო დღეებში უფასო კვებას. ** სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ, 10:00 - 18:00; ** სამუშაო ლოკაცია: თენგიზ ჩანტლაძის 1-ლი შესახვევი, #14, ორხევი, თბილისი; ვაკანსიის დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ 20 აგვისტომდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] და წერილი დაასათაუროთ - "HR მენეჯერის ვაკანსია". გისურვებთ წარმატებას!