TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / HR მენეჯერი

HR მენეჯერი

გოა კრედიტი Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

საფინანსო ორგანიზაცია " გოა კრედიტი " 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, თბილისსა და რეგიონებში. საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შერჩევის პროცესების მართვა; ** ახალი თანამშრომლის ეფექტური ადაპტაციის უზრუნველყოფა; ** თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მართვა და კონტროლი; ** არსებული თანამშრომლების კარიერული წინსვლის/დაწინაურების სისტემების მონიტორინგი; ** სახელფასო სისტემის, შვებულებებისა და დეკრეტების ადმინისტრაციული საქმიანობის სისტემური მართვა და კონტროლი; ** შეფასების სისტემების დახვეწა, განხორციელება და მონიტორინგი; ** თითოეული პოზიციისთვის სამუშაო აღწერილობის შედგენა (საჭიროებისამებრ, პერიოდული კორექტირება); ** კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება არსებული თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებით; ** პროფესიული განვითარების ტრენინგების დაგეგმვა, წარმართვის მონიტორინგი და რეპორტინგი; ** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით; ** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint). პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** შედეგებზე ორიენტირება. სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, პეკინის N3 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00. ანაზღაურება: 1700 ლარი კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.