HR მენეჯერი
Job description
შპს " დეკა ჯი " აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში ! ქ. ქუთაისში ახალი საწარმოო კომპანია, რომელიც საქმიანობს ხის გადამამუშავებელ ინდუსტრიაში, აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ავტომშენებლის გამზირი N42 (ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა). ანაზღაურების რეინჯი: 1, 500 - 2, 000 ლარი , ზრდის გათვალისწინებით (შესაძლებელია ინდივიდუალური შეთანხმება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით). სამუშაო გრაფიკი: 5/2, 09:00-18:00. კომპანია განვითარების საწყის ეტაპზეა და თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას. პოზიციის შესახებ: HR მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ადამიანური რესურსების მიმართულების სრულ მართვაზე. საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება დაახლოებით 60 თანამშრომლის შერჩევა და გუნდის დაკომპლექტება, ასევე HR პროცესებისა და სისტემების ჩამოყალიბება. ძირითადი მოვალეობები: ** რეკრუტინგის პროცესის სრული მართვა (ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება, გასაუბრებების ორგანიზება და შერჩევა) ** თანამშრომელთა ადაპტაციის (Onboarding) პროცესის დაგეგმვა და მართვა ** შრომითი ხელშეკრულებებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება ** თანამშრომელთა პირადი საქმეების ადმინისტრირება ** შრომითი ურთიერთობების მართვა საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად ** თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა ** სამუშაო აღწერილობებისა და შიდა რეგულაციების მომზადება/განახლება ** თანამშრომელთა დასწრების, შვებულებებისა და სხვა HR პროცესების მონიტორინგი ** ხელფასების ადმინისტრირების პროცესის მართვა, სახელფასო უწყისების მომზადება/კონტროლი ** პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებისა და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** HR სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (წარმოებაში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა) ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა) ** საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ცოდნა ** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა თუ გსურთ გახდეთ მზარდი და პერსპექტიული საწარმოს განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს! პატივისცემით, შპს "დეკა ჯი" შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვდეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.