HR უმცროსი სპეციალისტი
Job description
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას. „ მარშე “ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „ HR უმცროსი სპეციალისტი“ პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5) / 2027 წლის იანვრიდან სოფელი გამარჯვება სამუშაო გრაფიკი : სრული თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით და თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს! ძირითადი მოვალეობები: HR პროცესების ყოველდღიური მხარდაჭერა; კანდიდატების ბაზების მართვა და განახლება; რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატებთან პირველადი კომუნიკაცია; ინტერვიუების დაგეგმვაში დახმარება; დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება (ხელშეკრულებები, განცხადებები და სხვა.); შიდა კომუნიკაციებში მონაწილეობის მიღება (შეხვედრები,ღონისძიებები და ა.შ.); HR განყოფილების ადმინისტრაციულ საქმიანობაში მხარდაჭერა. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); HR სფეროში მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო; კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ექსელში მუშაობის შესაძლებლობა; საბაზისო მათემატიკის ცოდნა; ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა ; შერჩევის ეტაპები: გასაუბრება; ტესტირება ექსელში. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან ლინკდინის პროფილის URL ლინკი შემდეგ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „HR უმცროსი სპეციალისტი“.