იმპორტის მერჩენდაიზერი
Job description
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge კომპანია „ გუდვილი “ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მერჩენდაიზერის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს ფუნქცია მოვალეობები: სავაჭრო დარბაზში იმპორტირებული პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი; პერიოდულად, პროგრამული ვადების მიხედვით პროდუქციის ვარგისიანობის მონიტორინგი; პროდუქციის მოწესრიგებულობის კონტროლი (ფასმაჩვენებლები, განლაგება, სისუფთავე); პროდუქციის გადალაგება მერჩენდაიზინგის პრინციპების თანახმად (უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობით); ძირითადი მოთხოვნები: პასუხისმგებლობის გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე; ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1100 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: თავისუფლების მოედანი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KO0wxBX გისურვებთ წარმატებას!