იმპორტის სპეციალისტი
Job description
სწრაფად მზარდი ჰოლდინგი , ახალი ბიზნეს მიმართულებისთვის, რომელიც სპეციალიზდება ავეჯის, განათებისა და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტსა და რეალიზაციაზე, გუნდში იწვევს იმპორტის სპეციალისტს . თუ ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და გაქვთ ამბიცია, განვითარდეთ ლოჯისტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით, ეს პოზიცია თქვენთვისაა. ძირითადი მოვალეობები: ** იმპორტის პროცესის სრული ადმინისტრირება — დოკუმენტაციის მომზადებიდან ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიღებამდე ** საბაჟო პროცედურების მონიტორინგი და სათანადო დოკუმენტების დამუშავება ** მომწოდებლებთან (უცხოელ პარტნიორებთან) აქტიური კომუნიკაცია ** ლოჯისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია და ხარჯების კონტროლი ** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა და ტვირთის გადაზიდვის დაგეგმვა რას ველოდებით თქვენგან? ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, იმპორტის ან ლოჯისტიკის მიმართულებით ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ვერბალური) ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის მუდმივი მოტივაცია ** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა რას გთავაზობთ? ** ანაზღაურება: 2000 - 3000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად) ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ** პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალური პერსპექტივა როგორ დაგვიკავშირდეთ? დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ბმულზე: https://wkf.ms/4eUHuoc