ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
Job description
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში. სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” ( www.gpih.ge ) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” ( www.vig.com ) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. სამუშაო გრაფიკი: სრული დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად ძირითადი სამუშაო მოვალეობებია: სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან; კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში; კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით; გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა; ჩვენი მოთხოვნებია: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი; სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით; სასურველია უცხო ენის ცოდნა; სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა; ჩვენ გთავაზობთ: დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს; ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას; სწრაფ პროფესიულ ზრდას; საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს; პირად სამუშაო ინვენტარს; კორპორაციულ ტელეფონის ნომერს; სამგზავრო ბარათს; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია და გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე.