TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Information Security Officer

Information Security Officer

Liberty Bank Tbilisi, Georgia
Posted Jul 08, 2026 12h ago

Job description

ლიბერთის ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის გუნდში, ვეძებთ ახალ წევრს, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე. ეს ვაკანსია შენთვისაა თუ: ფლობ ცოდნას ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების, ინდუსტრიაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების შესახებ ფლობ ცოდნას საქართველოს იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც საბანკო სექტორში ინფორმაციულ უსაფრთხოებას არეგულირებს გაქვს მსგავს პოზიციაზე ან მონაცემთა დაცვის მიმართულებით მუშობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული ფლობ ინგლისურ ენას B2 დონეზე ძირითადი მოვალეობები: ინფორმაციული აქტივის მფლობელთან ერთად ინფორმაციული აქტივებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასება მაკორექტირებელი და მაკომპენსირებელი ქმედებების შემუშავება და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან მესამე პირების ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ინფორმაციულო უსაფრხოების ინციდენტების დაიდენტიფიცირება/ანალიზი ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტებზე შესაბამისი რეაგირება/ქმედება, ინციდენტების მართვის საუკეთესო პრაქტიკის დაცვით ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების ესკალირება და/ან ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი(საქართველოს ეროვნული ბანკი, ციფრული მმართველობის სააგენტო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო, მასტერქარდის და ვიზას მოთხოვნილი PCI DSS სტანდარტი, კომპანია SWIFT-ის უსაფრთხოების სტანდარტი, ა.შ.) ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგ პროგრამების შემუშავება თანამონაწილეობა ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე პრაქტიკების მოძიებასა და დანერგვის პროცესში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, პერიოდული გადახედვა და განახლება საუკეთესო პრაქტიკებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თუ თვლი, რომ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, გამოგვიგზავნე რეზიუმე 15 ივლისის ჩათვლით. შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი #ჩვენიანი გელოდებით #გულით