TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინგლისურენოვანი აღმზრდელი

ინგლისურენოვანი აღმზრდელი

ელმოს კლუბი Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

" ელმოს კლუბი " აცხადებს ვაკანსიას — ინგლისურენოვანი აღმზრდელი (ბათუმი) სამუშაო დრო: სრული/ნახევარი განაკვეთი (კვირაში 40 საათი, 09:00-18:00/14:00-18:00) ადგილმდებარეობა: ელმოს კლუბი, ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 13 "ელმოს კლუბი" ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და პროფესიულად ორიენტირებულ ინგლისურენოვან აღმზრდელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის უსაფრთხო, პოზიტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1-B2 დონეზე ** ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია) ** ჯგუფური და ინტერაქტიური აქტივობების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები ** თანამედროვე სწავლებისა და სააღმზრდელო მეთოდების გამოყენების სურვილი მოვალეობები: ** ინგლისურ ენაზე სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა ** ბავშვების ყოველდღიურ განვითარებასა და აქტივობებში აქტიური ჩართულობა ** უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა ** ბავშვების სწავლების პროცესის მონიტორინგი და შეფასება ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ** სწავლებისთვის საჭირო რესურსებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას ** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს ** კონკურენტულ ანაზღაურებას დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected]