ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერი
Job description
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო-ბი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას. კომპანია "ჯეო-ბი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, ერისთავის ქ. 1 ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1200 ლარი , გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ 1400 ლარი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე. მოვალეობები: ** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე; ** არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები; ** ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე; ** იმპორტის შეკვეთების მიღება და განთავსება; ** სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო) აუცილებელი მოთხოვნები და უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინფორმაციის მიღების, მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. "ჯეო-ბი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ჯეო-ბი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ჯეო-ბი"-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.