ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
Job description
" საქართველოს ამბები " აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი/თარჯიმნის პოზიციაზე. ანაზღაურება: 3000 ლარი . დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება. ძირითადი მოვალეობები: ** საქართველოს ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური მასალების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ** სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა, რედაქტირება ინგლისურ ენაზე და ვებგვერდზე განთავსება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი); ** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; ** მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ასევე შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა: https://mtisambebi.ge/about-main/join განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 ივლისი . გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. "საქართველოს ამბები" ( https://sakartvelosambebi.ge ) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე — ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" ( https://mtisambebi.ge/ ) — მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.