TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინგლისურენოვანი ტუროპერატორი

ინგლისურენოვანი ტუროპერატორი

dila-plus Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

" დილა პლუსი " აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ტუროპერატორის პოზიციაზე. კომპანია "დილა პლუსი" აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან დაუვიწყარ ტურებს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებებით. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:30-19:00; შაბათი - 12:00-16:00. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულთნიშანის 11. ხელფასი: 1800 ლარიდან + ბონუსი ყოველთვიურად. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შემუშავება პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმებით; ** ტურის კოორდინაცია როგორც ოფისში ასევე ადგილზე — პროცესის სრული მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე; ** ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და დეტალური კომუნიკაცია მომწოდებლებთან — სასტუმროები, გიდები, მძღოლები, რესტორნები და სხვა პარტნიორები; ** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მათ შორის ახალ სასტუმროებთან და რესტორნებთან) საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება; ** მჭიდრო კავშირი როგორც ოპერაციების გუნდთან ასევე ფინანსურ დეპარტამენტთან; ** ტურის მსვლელობისას სერვისის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება. საჭირო პროფესიული/პიროვნული უნარები: ** საქართველოს ტურისტული ლოკაციებისა და რეგიონების კარგად ცოდნა; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერთან მუშაობის მაღალი უნარი (Microsoft Office); ** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ძლიერი მოლაპარაკების, კომუნიკაციის უნარი; ** კომუნიკაბელური, ღია და გუნდის წევრებზე ორიენტირებული; ** ნებისმიერი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში (გიდად, ტურ-მენეჯერად ან პროდუქტის მენეჯერად), ოფისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. რას გთავაზობთ ჩვენ: ** კონკურენტული ანაზღაურება შედეგებზე ორიენტირებული ზრდის შესაძლებლობით (საკმაოდ მაღალი); ** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა; ** გუნდური აქტივობები და თანამშრომლობის ხელშემწყობი გარემო. დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.