TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინგლისური ენის პედაგოგი

ინგლისური ენის პედაგოგი

Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

შპს " იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი " (კიკეთი) 2026-2027 სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის პედაგოგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება შესაბამის სპეციალობაში; ** ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს "ზოგადი განათლების შესახებ" კანონით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ** უნდა შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; ** უნდა ფლობდეს საოფისე პროგრამებს; კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან: ** I ეტაპი - დოკუმენტაციის განხილვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით; ** II ეტაპი - გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან; ** დამატებით, კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება. სამუშაოს დაწყების თარიღი: 2026 წლის სექტემბერი. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 07 აგვისტომდე გამოაგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, მიუთითოთ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დირექცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ შპს "იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თქვენი დასაქმების პროცედურებთან დაკავშირებით და არ გადაეცემა მესამე პირებს.