---
title: ინოვაციების კონკურსი at გაეროს განვითარების პროგრამა
description: "გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში" (UNDP) აცხადებს ინოვაციების კონკურსს ქალ მეწარმეებისთვის საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის. ინოვაციების კონკურსი (Inovation Chal
---

# ინოვაციების კონკურსი

**Company:** გაეროს განვითარების პროგრამა  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-11-17  
**Apply by:** 2026-12-07

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=768807)

## Job description

"გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში" (UNDP) აცხადებს ინოვაციების კონკურსს ქალ მეწარმეებისთვის საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის. ინოვაციების კონკურსი (Inovation Challange Call) გამოცხადებულია გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNJP4GE) ფარგლებში რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), შვედეთის მთავრობის დაფინანსებით. პროგრამის მიზანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა საჯარო, სამოქალაქო და ბიზნეს ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. კონკურსის მიზანია საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ინოვაციური, გენდერულად მგრძნობიარე და პოტენციურად მასშტაბირებადი გადაწყვეტების გამოვლენა, გამოცდა და მხარდაჭერა. კონკურსი საშუალებას მისცემს ქალ მეწარმეებს უპასუხონ სტრუქტურული ბარიერების მიერ შექმნილ გამოწვევებს, რომლებიც ზღუდავს ქალთა მონაწილეობას ეკონომიკაში, ღირსეულ დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობაში მათი ჩართულობის შესაძლებლობებს, ტექნოლოგიების გამოყენებას, ფინანსურ დამოუკიდებლობასა და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების მონაწილეობას. ინოვაციების კონკურსის მიზნებია: ** გენდერულ საფუძველზე წარმოშობილი ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ინოვაციური გადაწყვეტების გამოვლენა. პრაქტიკული გადაწყვეტების მხარდაჭერა, რომლებიც პასუხობს სტრუქტურულ, ინსტიტუციურ, სოციალურ და საბაზრო ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის ქალების დასაქმებას, სამსახურის შენარჩუნებას და პროფესიულ წინსვლას, უზღუდავს მათ მეწარმეობის პოტენციალისა და ლიდერობის უნარების განვითარებას და ეკონომიკური საქმიანობის სხვა ფორმებში ჩართულობის შესაძლებლობას. ** ქალთა, როგორც ინოვაციების შემქმნელებისა და ლიდერების მხარდაჭერა. ქალ მეწარმეთა და ინოვატორთა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ინოვაციური პროდუქტების, მომსახურებების, პროცესებისა და ბიზნეს მოდელების გამოსაცდელად, დასახვეწად და წარმოსაჩენად. ** ქალების საკუთრებაში არსებული საწარმოების მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. ქალ მეწარმეთა დახმარება პროდუქტიულობის, ბიზნესის მდგრადობის, ციფრული ტრანსფორმაციის, ფინანსებზე წვდომის, პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის, ბაზარზე წვდომისა და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობის გასაუმჯობესებლად. ** ქალთა წვდომის გაფართოება ტექნოლოგიებსა და ციფრულ ეკონომიკაზე. ისეთი გადაწყვეტების ხელშეწყობა, რომლებიც ამცირებს ციფრულ სფეროში გენდერულ უთანასწორობას, აძლიერებს ქალთა ციფრულ და ტექნოლოგიურ უნარებს, ზრდის ქალთა მონაწილეობას მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (STEM), ასევე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT), და ხელს უწყობს ქალების მიერ განვითარებადი ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენებასა და განვითარებას. ** ქალთა აუნაზღაურებელი და არასათანადოდ ანაზღაურებული ზრუნვის პასუხისმგებლობების საპასუხო გადაწყვეტების შემუშავება. ინოვაციური მომსახურებებისა და მოდელების წახალისება, რომლებიც ამცირებს ან ანაწილებს აუნაზღაურებელ ზრუნვას და საოჯახო შრომას, ან უკეთ უჭერს მხარს მას და ქალებს საშუალებას აძლევს, უფრო სრულად ჩაერთონ დასაქმებაში, მეწარმეობაში, განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ** ინკლუზიური ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ადგილობრივ დონეზე შემუშავებული ისეთი გადაწყვეტების მხარდაჭერა, რომლებიც პასუხობს სოფლად, მაღალმთიან, კონფლიქტით დაზარალებულ და სხვა სათანადო მომსახურების გარეშე დარჩენილ თემებში მცხოვრები ქალების საჭიროებებს და აუმჯობესებს მათ წვდომას მომსახურებებზე, უნარების განვითარების შესაძლებლობებზე, ბაზრებზე, ფინანსებსა და მდგრადი საარსებო წყაროების შექმნის შესაძლებლობებზე. ყველა მხარდაჭერილი პროექტი ვალდებულია გამოიყენოს გენდერულად მგრძნობიარე და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა; დაადასტუროს, რომ სიღრმისეულად იცნობს მათი სამიზნე ბენეფიციარების წინაშე არსებულ კონკრეტულ ბარიერების, და უზრუნველყოს ქალთა შინაარსიანი მონაწილეობა შეთავაზებული გადაწყვეტის განხორციელებაში. ინოვაციების კონკურსი მხარს დაუჭერს ინიციატივების ფართო სპექტრს, რომლებიც უშუალოდ უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება ინოვაციური გადაწყვეტების პილოტირებას, ადაპტირებას, გაუმჯობესებას ან მასშტაბირებას. ასეთი გადაწყვეტები შეიძლება მოიცავდეს ტექნოლოგიურ, სოციალურ, მომსახურების, პროცესის, ბიზნესმოდელის ან ფინანსურ ინოვაციებს, აგრეთვე თანამშრომლობისა და მომსახურების მიწოდების ახალ მოდელებს. შეთავაზებული ინოვაციური გადაწყვეტები უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე სფეროს: ** ქალთა მეწარმეობა და საწარმოების განვითარება: წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესების პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას, ასევე ახალი პროდუქტების, მომსახურებების, წარმოების მეთოდების ან ბიზნესმოდელების დანერგვას. ** ციფრული გადაწყვეტები: წინადადებები, რომლებიც ხელს უწყობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, განვითარებას ან გამოყენებას ბიზნესის საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ბაზარზე წვდომის გასაფართოებლად ან ციფრულ ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად. ** სოციალური ზემოქმედების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ინოვაციები: წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებს ისეთი ინოვაციური პროდუქტების, მომსახურებების, ტექნოლოგიების ან ბიზნესმოდელების შემუშავებას, რომლებიც ამცირებს ან გადაანაწილებს აუნაზღაურებელ და ანაზღაურებად ზრუნვის პასუხისმგებლობებს, უკეთ უჭერს მხარს მათ, აუმჯობესებს ხარისხიან და ხელმისაწვდომ ზრუნვის მომსახურებებზე წვდომას ან საშუალებას აძლევს ქალებს, უფრო სრულად ჩაერთონ დასაქმებაში, მეწარმეობასა და ეკონომიკურ ცხოვრებაში. * ქალთა საკუთრებაში არსებული საწარმო ნიშნავს ბიზნესს, რომლის არანაკლებ 51 პროცენტი ერთი ან რამდენიმე ქალის საკუთრებაა და რომელშიც ქალებს არსებითი კონტროლი აქვთ საწარმოს მფლობელობაზე, მისგან მიღებულ სარგებელსა და მართვაზე. კონკურსის ფარგლებში თითოეულ შერჩეულ განაცხადზე აპლიკანტს შეიძლება გამოეყოს 10, 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად აუცილებელია აპლიკანტის თანამონაწილეობა, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს 1, 000 ა.შ.შ. დოლარის (ექვივალენტი ლარებში) ნაკლები. თანამონაწილეობის წყარო შეიძლე

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ინოვაციების კონკურსი","description":"<p>\"გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში\" (UNDP) აცხადებს ინოვაციების კონკურსს ქალ მეწარმეებისთვის საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის. ინოვაციების კონკურსი (Inovation Challange Call) გამოცხადებულია გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNJP4GE) ფარგლებში რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), შვედეთის მთავრობის დაფინანსებით. პროგრამის მიზანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა საჯარო, სამოქალაქო და ბიზნეს ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. კონკურსის მიზანია საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ინოვაციური, გენდერულად მგრძნობიარე და პოტენციურად მასშტაბირებადი გადაწყვეტების გამოვლენა, გამოცდა და მხარდაჭერა. კონკურსი საშუალებას მისცემს ქალ მეწარმეებს უპასუხონ სტრუქტურული ბარიერების მიერ შექმნილ გამოწვევებს, რომლებიც ზღუდავს ქალთა მონაწილეობას ეკონომიკაში, ღირსეულ დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობაში მათი ჩართულობის შესაძლებლობებს, ტექნოლოგიების გამოყენებას, ფინანსურ დამოუკიდებლობასა და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების მონაწილეობას. ინოვაციების კონკურსის მიზნებია: ** გენდერულ საფუძველზე წარმოშობილი ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ინოვაციური გადაწყვეტების გამოვლენა. პრაქტიკული გადაწყვეტების მხარდაჭერა, რომლებიც პასუხობს სტრუქტურულ, ინსტიტუციურ, სოციალურ და საბაზრო ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის ქალების დასაქმებას, სამსახურის შენარჩუნებას და პროფესიულ წინსვლას, უზღუდავს მათ მეწარმეობის პოტენციალისა და ლიდერობის უნარების განვითარებას და ეკონომიკური საქმიანობის სხვა ფორმებში ჩართულობის შესაძლებლობას. ** ქალთა, როგორც ინოვაციების შემქმნელებისა და ლიდერების მხარდაჭერა. ქალ მეწარმეთა და ინოვატორთა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ინოვაციური პროდუქტების, მომსახურებების, პროცესებისა და ბიზნეს მოდელების გამოსაცდელად, დასახვეწად და წარმოსაჩენად. ** ქალების საკუთრებაში არსებული საწარმოების მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. ქალ მეწარმეთა დახმარება პროდუქტიულობის, ბიზნესის მდგრადობის, ციფრული ტრანსფორმაციის, ფინანსებზე წვდომის, პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის, ბაზარზე წვდომისა და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვებში მონაწილეობის გასაუმჯობესებლად. ** ქალთა წვდომის გაფართოება ტექნოლოგიებსა და ციფრულ ეკონომიკაზე. ისეთი გადაწყვეტების ხელშეწყობა, რომლებიც ამცირებს ციფრულ სფეროში გენდერულ უთანასწორობას, აძლიერებს ქალთა ციფრულ და ტექნოლოგიურ უნარებს, ზრდის ქალთა მონაწილეობას მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (STEM), ასევე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT), და ხელს უწყობს ქალების მიერ განვითარებადი ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენებასა და განვითარებას. ** ქალთა აუნაზღაურებელი და არასათანადოდ ანაზღაურებული ზრუნვის პასუხისმგებლობების საპასუხო გადაწყვეტების შემუშავება. ინოვაციური მომსახურებებისა და მოდელების წახალისება, რომლებიც ამცირებს ან ანაწილებს აუნაზღაურებელ ზრუნვას და საოჯახო შრომას, ან უკეთ უჭერს მხარს მას და ქალებს საშუალებას აძლევს, უფრო სრულად ჩაერთონ დასაქმებაში, მეწარმეობაში, განათლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ** ინკლუზიური ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ადგილობრივ დონეზე შემუშავებული ისეთი გადაწყვეტების მხარდაჭერა, რომლებიც პასუხობს სოფლად, მაღალმთიან, კონფლიქტით დაზარალებულ და სხვა სათანადო მომსახურების გარეშე დარჩენილ თემებში მცხოვრები ქალების საჭიროებებს და აუმჯობესებს მათ წვდომას მომსახურებებზე, უნარების განვითარების შესაძლებლობებზე, ბაზრებზე, ფინანსებსა და მდგრადი საარსებო წყაროების შექმნის შესაძლებლობებზე. ყველა მხარდაჭერილი პროექტი ვალდებულია გამოიყენოს გენდერულად მგრძნობიარე და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა; დაადასტუროს, რომ სიღრმისეულად იცნობს მათი სამიზნე ბენეფიციარების წინაშე არსებულ კონკრეტულ ბარიერების, და უზრუნველყოს ქალთა შინაარსიანი მონაწილეობა შეთავაზებული გადაწყვეტის განხორციელებაში. ინოვაციების კონკურსი მხარს დაუჭერს ინიციატივების ფართო სპექტრს, რომლებიც უშუალოდ უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება ინოვაციური გადაწყვეტების პილოტირებას, ადაპტირებას, გაუმჯობესებას ან მასშტაბირებას. ასეთი გადაწყვეტები შეიძლება მოიცავდეს ტექნოლოგიურ, სოციალურ, მომსახურების, პროცესის, ბიზნესმოდელის ან ფინანსურ ინოვაციებს, აგრეთვე თანამშრომლობისა და მომსახურების მიწოდების ახალ მოდელებს. შეთავაზებული ინოვაციური გადაწყვეტები უნდა ეხებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე სფეროს: ** ქალთა მეწარმეობა და საწარმოების განვითარება: წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესების პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას, ასევე ახალი პროდუქტების, მომსახურებების, წარმოების მეთოდების ან ბიზნესმოდელების დანერგვას. ** ციფრული გადაწყვეტები: წინადადებები, რომლებიც ხელს უწყობს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, განვითარებას ან გამოყენებას ბიზნესის საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ბაზარზე წვდომის გასაფართოებლად ან ციფრულ ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად. ** სოციალური ზემოქმედების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ინოვაციები: წინადადებები, რომლებიც ითვალისწინებს ისეთი ინოვაციური პროდუქტების, მომსახურებების, ტექნოლოგიების ან ბიზნესმოდელების შემუშავებას, რომლებიც ამცირებს ან გადაანაწილებს აუნაზღაურებელ და ანაზღაურებად ზრუნვის პასუხისმგებლობებს, უკეთ უჭერს მხარს მათ, აუმჯობესებს ხარისხიან და ხელმისაწვდომ ზრუნვის მომსახურებებზე წვდომას ან საშუალებას აძლევს ქალებს, უფრო სრულად ჩაერთონ დასაქმებაში, მეწარმეობასა და ეკონომიკურ ცხოვრებაში. * ქალთა საკუთრებაში არსებული საწარმო ნიშნავს ბიზნესს, რომლის არანაკლებ 51 პროცენტი ერთი ან რამდენიმე ქალის საკუთრებაა და რომელშიც ქალებს არსებითი კონტროლი აქვთ საწარმოს მფლობელობაზე, მისგან მიღებულ სარგებელსა და მართვაზე. კონკურსის ფარგლებში თითოეულ შერჩეულ განაცხადზე აპლიკანტს შეიძლება გამოეყოს 10, 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად აუცილებელია აპლიკანტის თანამონაწილეობა, რომლის ოდენობა არ უნდა იყოს 1, 000 ა.შ.შ. დოლარის (ექვივალენტი ლარებში) ნაკლები. თანამონაწილეობის წყარო შეიძლე</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"768807"},"url":"https://techgeo.ge/job/inovatsiebis-konkursi-9bb5500","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"გაეროს განვითარების პროგრამა"},"directApply":false,"datePosted":"2026-11-17","validThrough":"2026-12-07T23:59:59+04:00"}
```
