TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის კოორდინატორი

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის კოორდინატორი

Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Jul 15, 2026

Job description

სსიპ " საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო " აცხადებს ვაკანსიას ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის კოორდინატორის პოზიციაზე. ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა 7 (თბილისის ტექნოპარკი) პროგრამის მიზანი: ** საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება; ** ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება; ** საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა; ** გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა; ** ადრეული ეტაპის სტარტაპების მხარდაჭერა იდეების ვალიდაციაში, მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებასა და ინვესტიციების მოზიდვაში. მოვალეობები: ** სააგენტოს მიერ გამოცხადებული აქსელერაციის პროგრამის კოორდინაცია; ** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ** დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია; ** საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება პროგრამის ცნობადობის ამაღლების მიზნით; ** მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება; ** პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება. მოთხოვნები: ** განათლება: ბაკალავრის ხარისხი; ** სამუშაო გამოცდილება; ** მინიმუმ 2 წელი პროექტების მართვის/კოორდინირების მიმართულებით; ** სასურველია გამოცდილება ინოვაციების/ტექნოლოგიური სტარტაპების სფეროში; ** ინგლისური ენა: C1 დონე; ** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel-ის ჩათვლით). უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა; ** დაგეგმვისა და მართვის უნარები; ** პრიორიტეტების განსაზღვრა; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** ანალიტიკური აზროვნება; ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისება; ** კომუნიკაციის მაღალი უნარები; ** გუნდური მუშაობის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა შეავსონ მითითებულ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/HK0AY