ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
Job description
კომპანია " 2გის-თბილისი " ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტის პოზიციაზე. ამ მიმართულებით, გამოცდილება სავალდებულო არ არის - სამუშაოს შეგასწავლით ადგილზე! ძირითადი მოვალეობები: ** თბილისის ქუჩებში ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება. ** სპეციალურ პროგრამაში რუკაზე შესაბამისი ცვლილებების შეტანა და კორექტირება. ძირითადი მოთხოვნები: ** პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა (რუკაზე მუშაობისას სიზუსტე უმნიშვნელოვანესია); ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო პირობები და ანაზღაურება: ** სამუშაო გრაფიკი: 5-საათიანი სამუშაო დღე (ნახევარი განაკვეთი); ** ანაზღაურება: ფიქსირებული საკვალიფიკაციო 1100 ლარი + ბონუსი 200 ლარამდე; ** 2-3 თვეში კარიერული ზრდის შესაძლებლობა, შემოსავლის 1500 ლარამდე გაზრდით. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: [email protected] .