---
title: ინფორმაციული ტექ. ექსპერტის/მომსახურების მიმწოდებლის შერჩევა at CHCA
description: თანდართული ფაილი: 750201_Danarti1_Satendero_Winadadeba_8441611.zip ორგანიზაციის შესახებ: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი " აფხაზეთი " (CHCA), დაარსებული 1995 წელს, არის ქართული არასამთავრობო, არამომ
---

# ინფორმაციული ტექ. ექსპერტის/მომსახურების მიმწოდებლის შერჩევა

**Company:** CHCA  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-04  
**Apply by:** 2026-09-07

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=750201)

## Job description

თანდართული ფაილი: 750201_Danarti1_Satendero_Winadadeba_8441611.zip ორგანიზაციის შესახებ: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი " აფხაზეთი " (CHCA), დაარსებული 1995 წელს, არის ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ორგანიზაციის მიზანია გაზარდოს ინდივიდებისა და თემის როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს სოციალური და ეკონომიკური პირობები იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. CHCA-ს საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით. პროექტისა და დავალების შესახებ: CHCA-მ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ამა წლის 1 მაისიდან დაიწყო პროექტი "სამართლიანი ენერგეტიკული გადასვლის პროგრამა", რომლის მიზანია ფოთსა და ხობში ენერგეტიკული სიღარიბის შემცირება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა დაუცველი თემებისთვის ინკლუზიური მწვანე გარდამავალი პერიოდის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟებულია საჯარო Wi-Fi სისტემა, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს უფასო ინტერნეტზე წვდომა. აწყობილი ტენდერის მიზანია არსებული Wi-Fi სისტემის ტექნიკური გაუმჯობესება და მასში ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების ფუნქციის დამატება, რათა არსებული ინფრასტრუქტურა გამოყენებულ იქნას მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამატებით არხად. ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება ანაზღაურება: შემოთავაზების შესაბამისად ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი სამუშაოს ფარგლები: მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არსებული Wi-Fi სისტემის შესაბამისი პროგრამული/ტექნიკური მოდიფიცირება ისე, რომ მომხმარებლის მიერ Wi-Fi ქსელთან დაკავშირებისას, ინტერნეტზე წვდომის მიღებამდე, გამოჩნდეს საინფორმაციო გვერდი, რომელიც მოიცავს: ** მოკლე საინფორმაციო ბანერს ან შეტყობინებას კონკრეტულ თემაზე; ** აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ მარტივ კითხვას 4 სავარაუდო პასუხით; ** მომხმარებლის მიერ ერთ-ერთი პასუხის არჩევის შესაძლებლობას; ** პასუხის დაფიქსირების შემდეგ უფასო ინტერნეტზე წვდომის გაგრძელებას. საინფორმაციო მასალა და კითხვები მომზადდება პროექტის გუნდის მიერ. კონკრეტულად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ** არსებული Wi-Fi სისტემის ტექნიკური შეფასება და საჭირო ცვლილებების განხორციელება; ** საინფორმაციო ინტერფეისის ინტეგრირება Wi-Fi ქსელში; ** საინფორმაციო ბანერისა და მრავალპასუხიანი კითხვის ჩვენება ინტერნეტზე წვდომამდე; ** პასუხის გაცემის შემდეგ ინტერნეტზე წვდომის ავტომატურად გაგრძელება; ** სისტემის გამართული მუშაობის ტესტირება სხვადასხვა მობილურ მოწყობილობაზე; ** შესაძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა პასუხების აგრეგირებული სტატისტიკის მიღების ფუნქციის უზრუნველყოფა. სისტემის მუშაობამ არ უნდა შეაფერხოს ან გააუარესოს არსებული უფასო Wi-Fi სერვისი. საჭირო კომპეტენცია: ** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; ** მსგავს პროექტებზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება. განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: ** შევსებული სატენდერო წინადადების ფორმა (დანართი 1); ** რეზიუმე (CV); ** ინფორმაცია მსგავსი მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ბმულების მითითებით; ** 2 რეკომენდატორის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია. განაცხადების მიღება მოხდება 7 სექტემბრის ჩათვლით , ელექტრონულ მისამართზე: tender@chca.org.ge ელ. ფოსტაზე განაცხადის გაგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს: HOA3-WiFi

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5.+%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%2F%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ინფორმაციული ტექ. ექსპერტის/მომსახურების მიმწოდებლის შერჩევა","description":"<p>თანდართული ფაილი: 750201_Danarti1_Satendero_Winadadeba_8441611.zip ორგანიზაციის შესახებ: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი \" აფხაზეთი \" (CHCA), დაარსებული 1995 წელს, არის ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ორგანიზაციის მიზანია გაზარდოს ინდივიდებისა და თემის როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს სოციალური და ეკონომიკური პირობები იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. CHCA-ს საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით. პროექტისა და დავალების შესახებ: CHCA-მ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ამა წლის 1 მაისიდან დაიწყო პროექტი \"სამართლიანი ენერგეტიკული გადასვლის პროგრამა\", რომლის მიზანია ფოთსა და ხობში ენერგეტიკული სიღარიბის შემცირება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა დაუცველი თემებისთვის ინკლუზიური მწვანე გარდამავალი პერიოდის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟებულია საჯარო Wi-Fi სისტემა, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს უფასო ინტერნეტზე წვდომა. აწყობილი ტენდერის მიზანია არსებული Wi-Fi სისტემის ტექნიკური გაუმჯობესება და მასში ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების ფუნქციის დამატება, რათა არსებული ინფრასტრუქტურა გამოყენებულ იქნას მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამატებით არხად. ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება ანაზღაურება: შემოთავაზების შესაბამისად ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი სამუშაოს ფარგლები: მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არსებული Wi-Fi სისტემის შესაბამისი პროგრამული/ტექნიკური მოდიფიცირება ისე, რომ მომხმარებლის მიერ Wi-Fi ქსელთან დაკავშირებისას, ინტერნეტზე წვდომის მიღებამდე, გამოჩნდეს საინფორმაციო გვერდი, რომელიც მოიცავს: ** მოკლე საინფორმაციო ბანერს ან შეტყობინებას კონკრეტულ თემაზე; ** აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ მარტივ კითხვას 4 სავარაუდო პასუხით; ** მომხმარებლის მიერ ერთ-ერთი პასუხის არჩევის შესაძლებლობას; ** პასუხის დაფიქსირების შემდეგ უფასო ინტერნეტზე წვდომის გაგრძელებას. საინფორმაციო მასალა და კითხვები მომზადდება პროექტის გუნდის მიერ. კონკრეტულად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ** არსებული Wi-Fi სისტემის ტექნიკური შეფასება და საჭირო ცვლილებების განხორციელება; ** საინფორმაციო ინტერფეისის ინტეგრირება Wi-Fi ქსელში; ** საინფორმაციო ბანერისა და მრავალპასუხიანი კითხვის ჩვენება ინტერნეტზე წვდომამდე; ** პასუხის გაცემის შემდეგ ინტერნეტზე წვდომის ავტომატურად გაგრძელება; ** სისტემის გამართული მუშაობის ტესტირება სხვადასხვა მობილურ მოწყობილობაზე; ** შესაძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა პასუხების აგრეგირებული სტატისტიკის მიღების ფუნქციის უზრუნველყოფა. სისტემის მუშაობამ არ უნდა შეაფერხოს ან გააუარესოს არსებული უფასო Wi-Fi სერვისი. საჭირო კომპეტენცია: ** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; ** მსგავს პროექტებზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება. განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: ** შევსებული სატენდერო წინადადების ფორმა (დანართი 1); ** რეზიუმე (CV); ** ინფორმაცია მსგავსი მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ბმულების მითითებით; ** 2 რეკომენდატორის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია. განაცხადების მიღება მოხდება 7 სექტემბრის ჩათვლით , ელექტრონულ მისამართზე: tender@chca.org.ge ელ. ფოსტაზე განაცხადის გაგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს: HOA3-WiFi</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"750201"},"url":"https://techgeo.ge/job/inpormatsiuli-tek-ekspertis-momsakhurebis-mimtsodeblis-shercheva-1eb3d42","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"CHCA"},"directApply":false,"datePosted":"2026-09-04","validThrough":"2026-09-07T23:59:59+04:00"}
```
