ინფორმაციული უსაფრთხოების საოპერაციო ცენტრის მენეჯერი
Job description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. სამუშაოს აღწერილობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი IT ინფრასტრუქტურის მქონე ორგანიზაციაში ვეძებთ ინფორმაციული უსაფრთხოების საოპერაციო ცენტრის მენეჯერს, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდს დაგვეხმარება სხვადასხვა მიმართულებებში. პოზიცია უფრო მეტად მიესადაგება (თუმცა შეზღუდული არ არის) ისეთ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან IT სფეროში და სურთ უსაფრთხოების მხრივ გააგრძელონ კარიერა. ვეძებთ საშუალო გამოცდილების სისტემურ, ქსელურ ადმინისტრატორებს, ან გამოცდილ IT support სპეციალისტებს, რომლებსაც აინტერესებთ უსაფრთხოების საკითხები და ჭირდებათ გარემო, სადაც შესაძლებლობა მიეცემათ შეისწავლონ ახალი სისტემები, ხელსაწყოები და მიდგომები თუ როგორ ხდება დიდი enterprise IT ინფრასტრუქტურის დაცვა. ჩვენ ვეძებთ კადრს, რომელსაც გააჩნია დიდი ენთუზიაზმი საქმისადმი, შეუძლია ინიციატივის გამოჩენა პრობლემის გადაწყვეტის დროს. საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით SOC ის განვითარება. SOC მუშაობის შეფასება მეტრიკების მიხედვით და გაუმჯობესება SOC ინციდენტების ესკალაციის პროცესის მენეჯმენტი და ინციდენტების რეპორტების მონიტორინგი შესაბამისობის რეპორტების გენერირება და აუდიტთან ურთიერთობა CISO -სთან და შესაბამის stakeholder ებთან რეპორტინგი კიბერ ინციდენტების მართვა SOC დოკუმენტაციის შექმნა და განახლება. Use Case ები შექმნის ორგანიზება და მართვა Ticketing \ SOAR სისტემების კონფიგურაცია და განვითარებაზე ზრუნვა ინციდენტების კატეგორიზაციის და პრიორიტეტიზაციის მართვა ინციდენტების playbook ების შექმნა და მათი მართვა კვალიფიკაცია კიბერ საფრთხეების, თავდასხმის ტექნიკების და მიტიგაციის ცოდნა. ოპერაციული სისტემების, Linux, Windows მუშაობის პრინციპების ცოდნა (LPIC-1 მსგავსი დონე) უსაფრთხოების ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება ( SIEM, SOAR, EDR, Cloud Security portals, Antivirus, App control, DLP) სკრიპტინგის დამწყებ დონეზე ცოდნა (Python, PowerShell, Bash) ინგლისური ენის ცოდნა საოპერაციო ცენტრის მუშაობს პრინციპების ცოდნა, პიროვნული თვისებები და უნარები ენთუზიაზმი სამუშაოს მიმართ გუნდური მუშაობის უნარი დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ელფოსტა – [email protected] ანონიმური წერილი. დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.