TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინფრასტრუქტურის მართვის მენეჯერი

ინფრასტრუქტურის მართვის მენეჯერი

Tegeta • თეგეტა Tbilisi, Georgia LinkedIn
Posted Jul 03, 2026 15h ago

Job description

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ. ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში ინფრასტრუქტურის მართვის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური. თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: • ადმინისტრაციული მიმართულების სტრატეგიის განსაზღვრა და განვითარების გრძელვადიანი გეგმების განხორციელება; • ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული ბიუჯეტის დაგეგმვა, რესურსების ეფექტიანი მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია; • კომპანიის ობიექტების ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; • საინჟინრო სისტემების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და პრევენციული სერვისების პროცესების მართვა; • ადმინისტრაციული სერვისების, სამუშაო გარემოსა და საოფისე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ორგანიზება; • გარე კონტრაქტორებისა და მომსახურების მომწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი; • ავარიული და კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვა და რისკების მინიმიზაციის უზრუნველყოფა; • მომსახურების ხარისხის სტანდარტების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება; • ადმინისტრაციული გუნდის მართვა, განვითარება და შედეგიანობის უზრუნველყოფა; თუ სხვებისგან გამოგარჩევს: • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება; • გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი; • მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები; • პროცესებისა და რესურსების ეფექტიანად მართვის გამოცდილება. მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ. თეგეტაში დაგხვდება: • პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; • სამედიცინო დაზღვევა; • სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები; • მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები. თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.