ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის კოორდინატორი
Job description
" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი " აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მდგომარეობისა და ექსპლუატაციის კონტროლი (კომპეტენციის ფარგლებში); ბტუ-ს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, მათი ექსპლუატაციის, მომსახურების, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების შესრულების უზრუნველყოფა; შეკეთებისა და პროფილაქტიკის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განხორციელების ორგანიზება, კონტროლი მათ შესრულებაზე; პრობლემების აღწერა და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა; ** ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის შეკეთებისთვის აუცილებელი სათადარიგო მასალების შეძენა ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის შესაბამისად; ** ბტუ-ს ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პერიოდული კონტროლი, მდგომარეობის შეფასება, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, კონტროლი შეუსაბამობების/დაზიანებების გამოსწორებასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე; ** კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის შესწავლა და მონაცემების პირველადი დამუშავება; ** ბტუ-ს მატერიალურ-ტექნიკური მარაგების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; ** სხვა მოვალეობების შესრულება ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის დებულების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი; ** ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; ** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი. პერსონალის შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** გასაუბრება. სამუშაო ადგილი და პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №82; ** სამუშაო განრიგი: სრული (10:00-18:00 საათი ან 09:00-17:00 საათი); ** შრომის ანაზღაურება: 1000-დან 1300 ლარამდე , კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე (ხელზე ასაღები). შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: [email protected] ; სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 27 ივლისის ჩათვლით; დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected] შენიშვნა: ** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს; ** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.