ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი
Job description
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა " ნიუ ჰოსპიტალსი " აცხადებს ვაკანსია ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მიმართულებით გამოცდილება; ** შესყიდვის მიმართულებით უცხოელ იმპორტიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის გამართული წერითი და ვერბალური უნარები; ** Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ძირითადი ფუნქციები: ** ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი; ** კომპანიის საჭიროების შესაბამისად ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ პროექტებში შესყიდვების უზრუნველყოფა; ** დანადგარების, სამედიცინო აპარატურის, სამშენებლო მასალებისა და სხვადასხვა მომსახურების შესყიდვის დაგეგმვა და განხორციელება; ** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება; ** სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დაგეგმარება და შესაბამისი დოკუმენტაციის (ფორმა N1) მომზადება. პიროვნული თვისებები: ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** მოლაპარაკების წარმართვის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 23.08.2026 -მდე ელ.მისამართზე [email protected] . გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.