TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინსპექტორი, ხარისხის კონტროლის მენეჯერი

ინსპექტორი, ხარისხის კონტროლის მენეჯერი

ფაიერ იქს Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

ინსპექტირების ორგანო კომპანია " ფაიერ იქს " აცხადებს ვაკანსიებს ინსპექტორისა და ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: • სამუშაო განაკვეთი: სრული; • ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით. 1. ინსპექტორის მოვალეობები: ** ობიექტის ან მისი ნაწილის სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება; ** პროექტის სახანძრო უსაფრთხოების ნაწილის მოქმედ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება; ** ობიექტის ან მისი ნაწილის საინჟინრო ქსელების: ** ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით), სუსტი დენების; გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების; წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალანირების სისტემების; გაზის ქსელებისა და სისტემების: საშუალო და დაბალი წნევის, მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები წნევა - 0კგ/სმ2 - დან - 0.005 კგ/სმ2 ჩათვლით. საშუალო წნევის, მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 0.005 კგ/სმ2 -დან - 3 კგ/სმ2 ჩათვლით. მეორე კატეგორიის მაღალი წნევის მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 3 კგ/სმ2 -დან - 6 კგ/სმ2 ჩათვლით. პირველადი კატეგორიის მაღალი წნევის მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 6 კგ/სმ2 -დან 12 კგ/სმ2 ჩათვლით. ** ზედამხედველობის ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერების წარმოება; ** შეუსაბამობის აქტების შედგენა; ** დაფარული სამუშაოების აქტების შედგენა. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულების სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) ** მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; ** პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.); 2. ხარისხის კონტროლის მენეჯერი ვალდებულია : ** ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა გაუწიოს საინსპექციო სამუშაოების ჩატარებას. ** უზრუნველყოს საინსპექციო სამუშაოების ჩატარების პირობები მოქმედი ნორმებისა და წესების, სტანდარტებისა და გაზომვების ჩატარების მეთოდიკის მოთხოვნების მეთოდიკის შესაბამისად; ** არ დაუშვას საინსპექციო საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარისათვის მიმწოდებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებულისა; ** ინსპექტირების სამუშაოს ხელშეკრულების დადების დროს დეტალურად განსაზღვროს კონტროლის ჩატარების არე. ** ჩატარებულ სამუშაოში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამრღვევი ექსპერტის შესახებ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები; ** განსაზღვროს ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა; ** შეამოწმოს და აღრიცხოს ქვეკონტრაქტორების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და აწარმოოს ქვეკონტრაქტორების რეგისტრაცია; ** საიტის მეშვეობით მუდმივად აკონტროლოს მთავრობის მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტების მიღება. რის საფუძველზეც მოახდინოს არსებული ნორმატიული დოკუმენტების ბაზისა და სხვა საქმიანი ქაღალდების განახლება; ** უზრუნველყოს ინსპექტირების ორგანოში საჩივრებისა და აპელაციებისადმი მართვის პროცედურის ხელმისაწვდომობა, ნებისმიერი მხარისათვის, მოთხოვნის შესაბამისად; ** განსაზღვროს იმ მოქმედებათა თანმიმდევრობა, რომლებსაც ორგანო მიჰყავთ მართვის ხარისხის ამაღლებისაკენ; ** უზრუნველყოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ყველა დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ინსპექტირების ორგანოს პერსონალისათვის, თუ მათ მოეთხოვებათ ინსპექტირების ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული რაიმე ფუნქციის შესრულება; ** უზრუნველყოს წელიწადში ერთხელ მაინც მენეჯმენტის ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება. ** უზრუნველყოს დოკუმენტებისა და ჩანაწერების მართვა; ** ორგანიზება და ხელმძღვანელობა გაუწიოს ჩასატარებელი სამუშაოების ხარისხის კონტროლის მეთოდების დახვეწას; ** დაამუშაოს და დაამტკიცოს საინსპექციო სამუშაოების დროს ჩატარებული გაზომვის შედეგები და გამოცდის ოქმები. ** დროულად მიიღოს ღონისძიებები საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ; ** ინსპექტირების ორგანო უზრუნველყოს გაზომვებისა და გამოცდების ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციებითა და ტექნიკური საშუალებებით. ** გააკონტროლოს ორგანოს თანამშრომელთა მომზადება და პირადი გეგმების შესრულება. ** ჩაატაროს ორგანოს პერსონალთან კვალიფიკაციის ამაღლების, შრომითი და საწარმოო დისციპლინის განმტკიცების სამუშაოები. ** შეისწავლოს და გაანალიზოს ნორმატიულ - კანონმდებლობითი და მეთოდური მასალები საგზაო მშენებლობისა და ენერგეტიკის სამუშაოების ჩატარების საკითხებში. ** მონაწილეობა მიიღოს წერილების, საჩივრების განხილვაში და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ** მონაწილეობა მიიღოს მაკორექტირებელი ღონისძიებების დამუშავებაში შეუსაბამობის მიზეზების გამოსასწორებლად. ** აიმაღლოს თავის ტექნიკური ცოდნის დონე, შეისწავლოს ტექნიკური ლიტერატურა, სამამულო და საზღვარგარეთის ანალოგიურ სამუშაოთა გამოცდილება. ** უზრუნველყოს საარქივო დოკუმენტებზე თანამშრომელთა შეუფერხებელი წვდომა. ** მოამზადოს ანგარიშები ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ ** ხარისხის მართვის გეგმების (Quality Plan) შემუშავება და განახლება ** Inspection & Test Plan (ITP)-ების მომზადება და კონტროლი ** Non-Conformance Report (NCR)-ების, Corrective Action Report (CAR)-ებისა და სხვა QA/QC დოკუმენტაციის მართვა ** ლაბორატორიული გამოცდებისა და ტესტირების პროცესის კოორდინაცია ** სამშენებლო პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა ISO სტანდარტებთან (საჭიროების შემთხვევაში) ** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ხარისხის ანგარიშების მომზადება ** დამკვეთისა და ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენლებთან ხარისხთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია ** შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელება მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით; სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) ** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; ** პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.); ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ტელ: 592 78 70 40