ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენინგი
Job description
აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) მსურველებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის უფასო ტრენინგზე იწვევს . ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება: ** ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამართლებრივი საკითხები და თანამედროვე გამოწვევები; ** პატენტებისა და სასარგებლო მოდელების დაცვა; ** სასაქონლო ნიშნებისა და საავტორო უფლებების აქტუალური საკითხები; ** ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით შექმნილი ნაწარმოების სამართლებრივი სტატუსი. ტრენინგი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლით დაინტერესებული პირებისთვის. დრო და ადგილი: 2026 წლის 7 ივლისი, 14:00-დან 19:00 საათამდე, საქართველოს უნივერსიტეტი (მ. კოსტავას ქუჩა 77ა, თბილისი) ტრენინგს გაუძღვებიან: ** მერაბ კუცია, პატენტრწმუნებული, ევროპის პატენტრწმუნებული, კომპანია "პატენტპრო სოლუშენს" -ის დამფუძნებელი და დირექტორი, ფიზიკის დოქტორი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი (გერმანია). ** სოფიო ფანჯიკიძე, პატენტრწმუნებული, იურიდიული კომპანია "ღვინაძე და პარტნიორების" პარტნიორი, სამართლის მაგისტრი, ჰარვარდის სამართლის სკოლა (აშშ); EPAG-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ** ლევან ნანობაშვილი, პატენტრწმუნებული, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრის პანელისტი, სამართლის მაგისტრი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (უნგრეთი); EPAG-ის თავმჯდომარე 2019-2020 წლებში. რეგისტრაციის პირობები: დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 2 ივლისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ: "ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენინგი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. ასოციაცია დაინტერესებული პირების პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეთა შერჩევის, ტრენინგზე მათი მოწვევისა და სერტიფიკატების გაცემის მიზნით.