ინტერიერის დიზაინერი
Job description
კომპანია სპექტრუმი , წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე. მოვალეობები: წინასაპროექტო კვლევის მომზადება; ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შემუშავება; დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა; დეტალური ნახაზების მომზადება; მომიჯნავე სპეციალისტაბთან თანამშრომლობა; ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა, ვადების და ხარისხის სტანდარტის დაცვით; დამკვეთებთან კომუნიკაცია; ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება; კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign; გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება; საერთაშორისო მწარმოებლების, დიზაინერების და მათი პროდუქტების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები: კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული; დროის ეფექტური მართვა; სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; გუნდური და პასუხისმგებლიანი; განვითარებაზე ორიენტირებული; შრომისმოყვარე და ენერგიული; დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; პუნქტუალური. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “ინტერიერის დიზაინერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. “სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.