TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინტერიერის დიზაინერი

ინტერიერის დიზაინერი

ევექსი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

" ევექსი " საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. "ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა. "ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: ** კლინიკების, სააფთიაქო სივრცეების და ოფისების ინტერიერის დიზაინის/კონცეფციის შემუშავება, კომპანიის ბრენდბუქისა და მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად; ** პაციენტებისა და თანამშრომლების კომფორტის უზრუნველსაყოფად სივრცის დაგეგმარება, ერგონომიკის გათვალისწინება, ფუნქციური ზონირება. ** სამუშაო ნახაზების, 3D ვიზუალიზაციებისა და დეტალური სპეციფიკაციების (Materia/Moodboard) მომზადება; ** საბოლოო ნახაზების და ვიზუალიზაციის დოკუმენტაციის წარმოება, მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის; ** შესაბამისი ავეჯის, განათების, მოსაპირკეთებელი მასალებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა/სპეციფიკაციის გაწერა; ** მარკეტინგის გუნდთან და პროექტების მართვის დეპარტამენტთან თანამშრომლობა პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე; ** სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობა; ვაკანსიის მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით; ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინტერიერის დიზაინის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება კომერციული ან სამედიცინო სივრცეების დიზაინზე მუშაობის გამოცდილება); ** აუცილებელია გრაფიკული პროგრამების პროფესიონალურ დონეზე ფლობა: 3Ds Max (ან Blender/V-Ray/Corona), AutoCAD, Archicad, Adobe Photoshop; ** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა; ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა); განცხადების მიღების საბოლოო ვადაა: 22 ივლისი, 2026 დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/79acd330-ce02-4b77-9488-217b2ed5f538 "ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!