ინტერიერის დიზაინერი
Job description
"კაბინეტ თბილისში" ინტერიერის დიზაინერს ვეძებთ! სამუშაო ლოკაცია: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე ანაზღაურება: ფიქსირებული (მოლაპარაკებისა და კვალიფიკაციის საფუძველზე შეთანხმებადი) და შესრულების ბონუსი. ძირითადი მოვალეობები: ** დამკვეთთან კომუნიკაცია და საჭიროებების განსაზღვრა; ** შეკვეთის განსათავსებელი სივრცის გათვალისწინებით, ავეჯის ზომებისა და ფუნქციური მოთხოვნების განსაზღვრა; ** დამკვეთის საჭიროებებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, ავეჯის დიზაინის ვიზუალიზაცია; ** ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების შერჩევა/მოძიება; ** დამკვეთთან შეთანხმებული ვიზუალების, შერჩეული მასალებისა და აქსესუარების კონსტრუქტორისათვის გადაცემა; ** საჭიროების შემთხვევაში პროექტში, კონსტრუქციასა და ნახაზში ცვლილებების შეტანა; ** კონსტრუქტორთან კომუნიკაცია სამუშაო პროცესის პარალელურად და ვიზუალთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა; ** დამზადებული ავეჯის შეფასება და მოთხოვნასთან შესაბამისობის დადასტურება. აუცილებელი მოთხოვნები: ** ტექნიკური ნახაზების მომზადების კომპეტენცია; ** Sketchup, Autodesk 3ds Max, Corona Renderer, Cabinet Vision ან სხვა პროგრამები ცოდნა; ** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ/მომიჯნავე პოზიციაზე; ** სამუშაო პროცესების სწორად ორგანიზების ძლიერი უნარი. თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ინტერესები შეესაბამება ინტერიერის დიზაინერის ვაკანსიას, გადმოგვიგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!