ინტერიერის დიზაინერი / უმცროსი არქიტექტორი
Job description
არქიტექტურული სტუდია ქომ ჰაივ (https://www.instagram.com/komhive/ ) აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერისა და უმცროსი არქიტექტორის პოზიციებზე. ინტერიერის დიზაინერი ძირითადი მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება ინტერიერის დიზაინის სფეროში. რეალიზებული პროექტები (სავალდებულო): აუცილებელია უკვე განხორციელებული / რეალიზებული პროექტების წარმოდგენა (ფოტო/ვიდეო მასალა). პორტფოლიო: წარმოდგენილ პორტფოლიოში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი თითოეულ პროექტში თქვენი კონკრეტული როლი, ჩართულობის ხარისხი და სამუშაო გამოცდილება. პროგრამული უნარები: SketchUp-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა; მაღალი ხარისხის 3D ვიზუალიზაციის უნარი. ძირითადი მოვალეობები: ინტერიერის დიზაინ-პროექტების კონცეფციის შემუშავება; პრეზენტაციების მომზადება პროექტის ფაზების განვითარების შესაბამისად; მაღალი ხარისხის 3D რენდერების მომზადება; პროექტის რეალიზაციის პროცესში ჩართულობა და დეტალების დამუშავება. დეტალური მუშა დოკუმენტაციის მომზადების უნარი ჩაითვლება უპირატესობად. უმცროსი არქიტექტორი ძირითადი მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის მიმართულებით. პროექტების მასშტაბი: აუცილებელია საზოგადოებრივი სივრცეების (Public Spaces) დაპროექტების გამოცდილება, რომელთა ფართობიც შეადგენს არანაკლებ 3,000+ კვ.მ-ს. პროგრამული უნარები (სავალდებულო): Autodesk Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: არქიტექტორთა გუნდთან ერთად მსხვილმასშტაბიან პროექტებზე მუშაობა; Revit-ში არქიტექტურული მოდელების, ნახაზებისა და სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება; პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ტექნიკური დავალებების შესრულება. სამუშაო პირობები: განაკვეთი: სრული (9:00-6:00 ან 10:00-7:00) ადგილმდებარეობა: თბილისი, ფალიაშვილის 90 ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი CV , პორტფოლიო, სამოტივაციო და ორი სარეკომენდაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 15 აგვისტოს ჩათვლით: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება (მაგ.: "Interior Designer" ან "Junior Architect").