---
title: ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი
description: "IBL — International Business Lab" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი კომპანიის შესახებ: IBL ქართული აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც 2010 წლ
---

# ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-11-09  
**Apply by:** 2026-11-20

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=767025)

## Job description

"IBL — International Business Lab" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი კომპანიის შესახებ: IBL ქართული აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან საქმიანობს და ბუღალტრული აღრიცხვისა და IT მიმართულებით 489 კომპანიას ემსახურება. კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა პროფესიული სასწავლო კურსები, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს. პოზიციის შესახებ: ვეძებთ ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერს, რომელიც გაუძღვება სასწავლო პროცესს და სტუდენტებს შეასწავლის ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს. სწავლების ძირითადი მიმართულებებია ArchiCAD და 3ds Max. ძირითადი მოვალეობები: ** ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; ** პროგრამების ფუნქციონალისა და პრაქტიკული გამოყენების სწავლება; ** ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის პრინციპების გაცნობა; ** პრაქტიკული დავალებებისა და სავარჯიშოების მომზადება; ** სტუდენტების პროგრესის შეფასება და უკუკავშირის მიწოდება; ** სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ** სასწავლო პროცესის ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება; ** ინტერიერის დიზაინის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ** პროგრამებში პრაქტიკული პროექტების შექმნისა და ვიზუალიზაციის უნარი; ** ცოდნის ეფექტურად გადაცემისა და პრაქტიკული სწავლების უნარი; ** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს თუ გაქვთ ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, კარგად ფლობთ ArchiCAD-ისა და 3ds Max-ის პროგრამებს და გსურთ თქვენი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტუდენტების განვითარებასა და მათ პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ibl8.com გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ინტერიერის დიზაინის კურსის ტრენერი" მოხარული ვიქნებით, გავეცნოთ თქვენს გამოცდილებასა და პროფესიულ ხედვას და განვიხილოთ IBL-ის გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20.11.2026

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
