---
title: ინტერიერის დიზაინის მენტორი at Design School Tbilisi
description: Design School Tbilisi-ში ვიწყებთ ახალ მიმართულებას - ინტერიერის დიზაინის კურსს და ვეძებთ ადამიანს, რომელსაც რეალურად უყვარს ინტერიერი, თავისი საქმის კეთება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვებისთვის 
---

# ინტერიერის დიზაინის მენტორი

**Company:** Design School Tbilisi  
**Location:** Tbilisi, Georgia  
**Posted:** 2026-08-12  
**Apply by:** 2026-09-26

[Apply / View original posting](https://www.linkedin.com/jobs/view/4450107586)

## Job description

Design School Tbilisi-ში ვიწყებთ ახალ მიმართულებას - ინტერიერის დიზაინის კურსს და ვეძებთ ადამიანს, რომელსაც რეალურად უყვარს ინტერიერი, თავისი საქმის კეთება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვებისთვის ცოდნის გაზიარება. კურსის დაწყება დაგეგმილია ოქტომბერში , თუმცა მოთხოვნის მიხედვით შეიძლება უფრო ადრეც დავიწყოთ. კურსის საბოლოო ხანგრძლივობა ჯერ არ არის განსაზღვრული. გვინდა, რომ ეს იყოს მინიმუმ 3-თვიანი, მაგრამ საბოლოო ხანგრძლივობასა და პროგრამას მენტორთან ერთად შევქმნით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსის ხანგრძლივობა რეალურად საჭირო მასალამ და არა უბრალოდ წინასწარ შერჩეულმა ვადამ განსაზღვროს. რას ველოდებით შენგან • კვირაში 2 გაკვეთილი, თითოეული დაახლოებით 2 საათი • ძირითადად საღამოს საათებში, 18:00-ის შემდეგ • სტუდენტებისთვის დავალებების მიცემა და მათი ნამუშევრების განხილვა • პრაქტიკული და რეალური ცოდნის გაზიარება • კურსის პროგრამისა და სასწავლო გეგმის შექმნაში მონაწილეობა • კურსის განმავლობაში სტუდენტებთან კომფორტული და ადამიანური კომუნიკაცია კურსი ჩატარდება თბილისში, ფიზიკურად , თუმცა სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაკვეთილებს ონლაინაც დაესწრონ. ასევე ძალიან გაგვიხარდება, თუ სურვილი გექნება ჩაერთო კურსის შექმნის პროცესშიც, გადაიღო რამდენიმე ვიდეო კურსის პრომოსთვის, ჩაატარო ონლაინ ან ფიზიკური მასტერკლასი და დაგვეხმარო ადამიანებს ვაჩვენოთ, რას და როგორ ისწავლიან შენთან. რას გთავაზობთ მენტორის ანაზღაურება იქნება 1,500₾ თვეში , დამატებითი ბონუსით სტუდენტების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში. ჩვენი მთავარი მიზანია, მენტორს სამუშაო პირობები მაქსიმალურად კომფორტული ჰქონდეს. ამიტომ გაკვეთილების დროის დაგეგმვაზე შენს კომფორტსაც გავითვალისწინებთ, საღამოს საათები ჩვენთვის ყველაზე მოსახერხებელია, თუმცა კონკრეტულ დროს ერთად შევათანხმებთ. კურსის დაწყებამდე გვექნება საკმარისი დრო პროგრამის დასაწერად, მასალების მოსამზადებლად და კურსის მთლიანად დასალაგებლად. თუ კურსი ჩვენი მხრიდან რაიმე გაუთვალისწინებელი და სერიოზული მიზეზით ვერ გაეშვა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ შეთანხმებულ სამუშაოზე უკვე დახარჯე დრო, 1,000₾-ს მაინც გადაგიხდით დახარჯული დროისა და სამუშაოსთვის. როგორ იქნება შერჩევა პირველ შეხვედრაზე გვინდა გაგიცნოთ როგორც ადამიანი, ვისთან მოგვიწევს მუშაობა, როგორ უყურებ დიზაინს და ზოგადად როგორი ადამიანი ხარ. მეორე ეტაპზე კი გვექნება პატარა სიმულაციური გაკვეთილი. მოგცემთ თემას ან დავალებას და გვინდა ვნახოთ, როგორ ხსნი რაღაცას და რამდენად კარგად შეგიძლია ცოდნის სხვებისთვის გადაცემა. არ ვეძებთ იდეალურ ლექტორს, რომელსაც ყველაფერი ზეპირად აქვს ნასწავლი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოს რაღაცის კარგად გაგება და შემდეგ მისი მარტივად ახსნა სხვა ადამიანისთვის. ჩვენ პატარა სკოლა ვართ და ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვაშენებთ. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცით- არ გვინდა უბრალოდ კიდევ ერთი კურსის გაყიდვა. გვინდა, ადამიანმა ფული გადაიხადოს და რეალურად რაღაც ისწავლოს. თუ გაქვს გამოცდილება ინტერიერის დიზაინში და გინდა ამ პროცესში ჩვენთან ერთად ჩაერთო, მოგვწერე და გაგვიზიარე რეზიუმე - designschooltbilisi@gmail.com (ასევე, მუსიკა რომ იყო, რომელი მუსიკა იქნებოდი?) თუ ამ ტექსტში რაღაც არ წერია და კითხვა გაგიჩნდა, უბრალოდ მოგვწერე LinkedIn-ზე ან Instagram-ზე @designschooltbilisi . კითხვებს სიამოვნებით გიპასუხებთ.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"ინტერიერის დიზაინის მენტორი","description":"<p>Design School Tbilisi-ში ვიწყებთ ახალ მიმართულებას - ინტერიერის დიზაინის კურსს და ვეძებთ ადამიანს, რომელსაც რეალურად უყვარს ინტერიერი, თავისი საქმის კეთება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვებისთვის ცოდნის გაზიარება. კურსის დაწყება დაგეგმილია ოქტომბერში , თუმცა მოთხოვნის მიხედვით შეიძლება უფრო ადრეც დავიწყოთ. კურსის საბოლოო ხანგრძლივობა ჯერ არ არის განსაზღვრული. გვინდა, რომ ეს იყოს მინიმუმ 3-თვიანი, მაგრამ საბოლოო ხანგრძლივობასა და პროგრამას მენტორთან ერთად შევქმნით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კურსის ხანგრძლივობა რეალურად საჭირო მასალამ და არა უბრალოდ წინასწარ შერჩეულმა ვადამ განსაზღვროს. რას ველოდებით შენგან • კვირაში 2 გაკვეთილი, თითოეული დაახლოებით 2 საათი • ძირითადად საღამოს საათებში, 18:00-ის შემდეგ • სტუდენტებისთვის დავალებების მიცემა და მათი ნამუშევრების განხილვა • პრაქტიკული და რეალური ცოდნის გაზიარება • კურსის პროგრამისა და სასწავლო გეგმის შექმნაში მონაწილეობა • კურსის განმავლობაში სტუდენტებთან კომფორტული და ადამიანური კომუნიკაცია კურსი ჩატარდება თბილისში, ფიზიკურად , თუმცა სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაკვეთილებს ონლაინაც დაესწრონ. ასევე ძალიან გაგვიხარდება, თუ სურვილი გექნება ჩაერთო კურსის შექმნის პროცესშიც, გადაიღო რამდენიმე ვიდეო კურსის პრომოსთვის, ჩაატარო ონლაინ ან ფიზიკური მასტერკლასი და დაგვეხმარო ადამიანებს ვაჩვენოთ, რას და როგორ ისწავლიან შენთან. რას გთავაზობთ მენტორის ანაზღაურება იქნება 1,500₾ თვეში , დამატებითი ბონუსით სტუდენტების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში. ჩვენი მთავარი მიზანია, მენტორს სამუშაო პირობები მაქსიმალურად კომფორტული ჰქონდეს. ამიტომ გაკვეთილების დროის დაგეგმვაზე შენს კომფორტსაც გავითვალისწინებთ, საღამოს საათები ჩვენთვის ყველაზე მოსახერხებელია, თუმცა კონკრეტულ დროს ერთად შევათანხმებთ. კურსის დაწყებამდე გვექნება საკმარისი დრო პროგრამის დასაწერად, მასალების მოსამზადებლად და კურსის მთლიანად დასალაგებლად. თუ კურსი ჩვენი მხრიდან რაიმე გაუთვალისწინებელი და სერიოზული მიზეზით ვერ გაეშვა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ შეთანხმებულ სამუშაოზე უკვე დახარჯე დრო, 1,000₾-ს მაინც გადაგიხდით დახარჯული დროისა და სამუშაოსთვის. როგორ იქნება შერჩევა პირველ შეხვედრაზე გვინდა გაგიცნოთ როგორც ადამიანი, ვისთან მოგვიწევს მუშაობა, როგორ უყურებ დიზაინს და ზოგადად როგორი ადამიანი ხარ. მეორე ეტაპზე კი გვექნება პატარა სიმულაციური გაკვეთილი. მოგცემთ თემას ან დავალებას და გვინდა ვნახოთ, როგორ ხსნი რაღაცას და რამდენად კარგად შეგიძლია ცოდნის სხვებისთვის გადაცემა. არ ვეძებთ იდეალურ ლექტორს, რომელსაც ყველაფერი ზეპირად აქვს ნასწავლი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოს რაღაცის კარგად გაგება და შემდეგ მისი მარტივად ახსნა სხვა ადამიანისთვის. ჩვენ პატარა სკოლა ვართ და ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვაშენებთ. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცით- არ გვინდა უბრალოდ კიდევ ერთი კურსის გაყიდვა. გვინდა, ადამიანმა ფული გადაიხადოს და რეალურად რაღაც ისწავლოს. თუ გაქვს გამოცდილება ინტერიერის დიზაინში და გინდა ამ პროცესში ჩვენთან ერთად ჩაერთო, მოგვწერე და გაგვიზიარე რეზიუმე - designschooltbilisi@gmail.com (ასევე, მუსიკა რომ იყო, რომელი მუსიკა იქნებოდი?) თუ ამ ტექსტში რაღაც არ წერია და კითხვა გაგიჩნდა, უბრალოდ მოგვწერე LinkedIn-ზე ან Instagram-ზე @designschooltbilisi . კითხვებს სიამოვნებით გიპასუხებთ.</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"4450107586"},"url":"https://techgeo.ge/job/interieris-dizainis-mentori-ae7ea95","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Tbilisi, Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"Design School Tbilisi"},"directApply":false,"datePosted":"2026-08-12","validThrough":"2026-09-26T23:59:59+04:00"}
```
